ფეხბურთი

16:00 | 31.12.2020 | ნანახია 1389 - ჯერ

ოფიციალურად: გორის "დილას" უკრაინელი მწვრთნელი გაწვრთნის

გორის „დილას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც შიდა ქართლელთა ვებგვერდი იტყობინება, კლუბი ანდრეი დემჩენკომ ჩაიბარა და უკრაინელ სპეციალისტთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

44 წლის დემჩენკოს სამწვრთნელო კარიერა ზაპოროჟიეს „მეტალურგის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, შემდეგ უზბეკურ „ობოდში“ იმუშავა, რასაც „ლვოვისა“ და ხარკოვის „მეტალისტის“ მწვრთნელობა მოჰყვა.

დეჩენკო ფეხბურთელობისას მოსკოვის ცსკა-ს, ამსტერდამის „აიაქსის“, ზაპოროჟიეს „მეტალურგის“, კიევის „ობოლონის“, „ილიჩევეცის“, “ჰელიოსისა“ და რუმინული „დაჩიას“ რიგებში თამაშობდა. სხვათა შორის, მას რუსეთის მოქალაქეობაც აქვს და რუსეთის 18 და 19-წლამდე, აგრეთვე ოლიმპიურ ნაკრებში უთამაშია. აქვე გეტყვით, რომ "აიაქსის" რიგებში დემჩენკო 1995 წელს ევროპის სუპერთასს და საკონინენტთაშორისო თასს დაეუფლა.

შეგახსენებთ, გორის „დილას“ გასულ სეზონში გიორგი ნემსაძე წვრთნიდა, რომელმაც „დინამო თბილისი“ ჩაიბარა. გორელები ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავეს და ზაფხულში უეფას კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:50 | 02.01.2021
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

ისე საინტერესო ტენდენცია წამოვიდა საქართველს ჩემპიონატში :ანუ ადრე თუ მეტლახჩიკები მოყავდათ მოთამაშეებად, ეხლა მალიარები მოყავთ მრწთვნელებად :d:d:d:d

09:39 | 02.01.2021
lagashi (6738)

იმედია კონფერენს ლიგის პირველ მეორე ეტაპებზე ძალიან სუსტი გუნდები იქნებიან თავმოყრილნი

16:42 | 31.12.2020
maradona73@bianko-nero (645)

ნორმალური ფეხბურთელები თუ არ მოუყვანეს, მარტო მწვრთნელი რას იზავს.

რახანც 2 წლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს, ვიმედოვნოთ რომ ფეხბურთელებსაც დაიმატებენ და იქნებ ევროპა ლიგაზეც გაძვრნენ ...

0.08783