კალათბურთი

12:53 | 28.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ბერიშვილის ორმაგი დუბლი ყატარში

ყატარის ჩემპიონატის მეექვსე ტურში მიხეილ ბერიშვილის „ალ შამალმა“ „ალ ვაკრა“ დაძაბულ ბრძოლაში 64:59 დაამარცხა, ხოლო ქართველმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა.

ბერიშვილმა 40 წუთში 10 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების წევრმა 6-დან 2 ორქულიანი და 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

„ალ შამალს“ 6 ტურის შემდეგ 5 გამარჯვებით და 1 მარცხით მესამე ადგილი უკავია, ხოლო მომდევნო ტურში 29 დეკემბერს, „ალ არაბის“ დაუპირისპირდება.

0.104699