კვიპროსულმა გამოცემა Larnakasports-მა „ანორთოსისის“ სეზონის წინ დამატებული ფეხბურთელების თამაში შეაფასა. თემურ ქეცბაიას გუნდის იმედგაცრუებად ჩეხი იოზეფ ჰუშბაუერი დაასახელა, რომელმაც მოლოდინი ვერ გაამართლა.
ჩვენთვის საინტერესო და კარგი ის არის, რომ გიორგი ქვილითაია საუკეთესო ტრანსფერად დაასახელეს. როგორც გამოცემა წერს, ქართველი „ანორთოსისს“ გამოადგა და მის სათამაშო სტილს ალღო მარტივად აუღო.
„ფეხბურთელი, რომელიც „ანორთოსისს“ ყველაზე მეტად დაეხმარა, გიორგი ქვილითაიაა. ქართველი თავის გუნდს გოლებით ეხმარება, ის კლასიკური ცენტრფორვარდია, რომელსაც ქეცბაია ეძებდა და საბოლოოდ იპოვა. როგორც ჩანს, ქვილითაია საკმაოდ კარგად ერგება „ანორთოსისის“ თამაშს, რადგან 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მოთამაშე, რომელმაც იცის სად უნდა გადაადგილდეს და დიდი ხარისხი აქვს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაია „ანორთოსისში“ ბელგიური „გენტიდანაა“ განათხოვრებული. კვიპროსის ჩემპიონატში ქართველმა ფორვარდმა 7 გოლი გაიტანა, ხოლო ერთხელაც თავი ევროპა ლიგაზე გამოიჩინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნინუა მეხუთე ქართველი ქეცბაიასთან
Kacharavam ikitxos... qecbaias sasatbure pirobebs ar dasjerda da mshvenivrad sheirgo qvilitaiam
მართალია ჩამოწერილები არიან ამანაც თუ ბევრი არ იშრომა ანუ არ მოუმატა დაემატება იმათ ვისაც ქართველების კარგი არ უნდოდეს... გული შეგვტკივა გაფლანგული ნიჭი რაღაც უაზრო ვითომ გაგულავების გამო და რა არი თავში როგორ უნდა აგივარდეს ტუ რომელიმე გაზეთი შეგაქებენ რა მსოფლიო მოიგე თუ ოქროს ბურთი რა გჭირთ ამ ფეხბურთელებს ზოგადად სპორტსმენებს უმეტესობას თავში აუარდება პირველივე ელემენტარული რაღაც წარმატებული გამოსვლა,თავდამბლობა და უფრო მეტის მიღწევისკენ ნდა გიბიძგოს წარმატებულმა დასაწყისმა რომ დაამტკიცო მართლა მაგარი ხარ ეჰჰ სენია რა ქართული სენი
გოლეადორის შესანიშნავი მონაცემები აქვს. მეტს რომ მოძრაობდეს მეურვისაგან გასათავიუფლებლად და საგოლე პოზიციაზე გასასვლელად, გაცილებით უკეთესი შედეგები ექნება.
კი არ მოერგო ყველაზე მაღალი კლასი აქვს.
დანარჩენი არის ჩამოწერილი მოთამაშეები