ფეხბურთი

20:05 | 24.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიევის "დინამომ" წიტაიშვილი გაანათხოვრა

კიევის „დინამომ“ გიორგი წიტაიშვილი პოლტავას „ვორსკლაში“ გაანათხოვრა. ინფორმაცია ორივე გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა.

უკრაინის მოქალაქე შემტევი პოლტავურ გუნდში 1 იანვრიდან 31 მაისამდე იჯარით დარჩება და ეს გადაწყვეტილება სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით მიიღეს.

წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონში კიევის „დინამოს“ რიგებში მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.119422