კალათბურთი

10:24 | 20.12.2020 | ნანახია 1067 - ჯერ

მიხეილ ბერიშვილმა "ალ შამალს" ბოლო წამზე მოაგებინა (+VIDEO)

ყატარის ჩემპიონატში „ალ შამალი“ „ალ აჰლის“ დაუპირისპირდა და მიხეილ ბერიშვილის ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთის წყალობით დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე 1.1 წამით ადრე „ალ შამალი“ 84:85-ს მარცხდებოდა, როდესაც ბერიშვილმა ორქულიანი ზუსტად ისროლა და თავის გუნდს მოაგებინა.

ქართველმა ფორვარდმა 40 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ბერიშვილმა 4-დან 3 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ალ შამალი“ ყატარის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი ბოლოადგილოსან „ალ რაიანს“ 22 დეკემბერს დაუპირისპირდება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:47 | 30.11.2014
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ

16:20 | 30.11.2014
torpedo (950)

აჩვენე სლოვენიელებს ქართული კლასი

14:53 | 30.11.2014
dinamo11 (1009)

საღოლ მაგრად უბერავს ეგრე გააგრძელე.ნაკრებში რატო არ გვყავს ეს კაცი?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13872
1067