ფეხბურთი

19:57 | 19.12.2020 | ნანახია 903 - ჯერ

"ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოს ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. იმერულმა გუნდმა პლეი-აუტის პირველი მატჩი „გაგრას“ სტუმრად 2:0 მოუგო და იმთავითვე დიდი ნაბიჯი გადადგა ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებისკენ.

მიხეილ აშვეთიას გუნდმა საპასუხო შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და დაქვეითებას გადაურჩა. ანგარიში 30-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა და ორმატჩიან დუელში უპირატესობა განიმტკიცა.

მატჩის მიწურულს „გაგრამ“ ანგარიში გაათანაბრა, თავი მაქაცარიამ გამოიჩინა - 1:1. „გაგრამ“ მეტი ვერაფერი გააწყო და მომავალ სეზონს კვლავ ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარებს.

ამრიგად, ქუთაისის „ტორპედო“ ისევ ეროვნული ლიგის მონაწილე იქნება, ხოლო სეზონი „გაგრასაც“ ძალზე წარმატებული გამოუვიდა - ერთი ნაბიჯი დააკლდა უმაღლეს დივიზიონამდე და საქართველოს თასი მოიგო, რითაც კნფერენს ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ პლეი-აუტის მეორე წყვილში "სამგურალმა" "ჩიხურა" ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგას 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

„ტორპედო“ – „გაგრა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ფანცულაია (30), 1:1 მაქაცარია (76)


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:56 | 20.12.2020
qomagi (1575)

ძალიან დიდი ჩაწყობების თემა ჩვენს მთხლებურთში ისევ გრძელდება. ტორპედოსთან გაგრას არანაირი შანსი არ ჰქონია და ამ ფონზე თასი მოიგო. ქვეყნის შემარცხვენელი თბილისის დინამო კიდევ ძალით ჩემპიონი გახადეს, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ლოკოს, დილას ან ბათუმს ჩემპიონად. დიდი საცოდაობაა, რომ ლოკო დარჩა ევროტურნირის მიღმა და თბილისის დინამო და გაგრა წარადგენენ საქართველოს. შედეგად მივიღებთ იმას, რომ თუ ახლა ქვეყნების საკლუბო რეიტინგში 44 ადგილზე ვართ, კიდევ უფრო ქვემოთ დავეშვებით.

00:07 | 20.12.2020
lagashi (6738)

Da am liga 2-is gundma romelic sanaxevrod dashlil gunds rom ver ugebs, unda wargvadginos ko konferens ligaze?

Zalian sainteresoa wlevandel tasis gatamashebashi ra mafia datrialda . Fui, davit yifianis saxels mainc cemdet pativs....

0.162342