წყალტუბოს „სამგურალი“ საქართველოს ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა პლეი-აუტში საჩხერის „ჩიხურას“ მეორე მატჩიც მოუგო და საქართველოს ელიტალურ დივიზიონში 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
პირველი მატჩი „სამგურალმა“ „ჩიხურას“ სტუმრად 2:0 მოუგო და პრაქტიკულად მაშინვე გადაწყდა წყვილში გამარჯვებულის ვინაობა. საჩხერელებმა წყალუტობოში სასწაული ვერ მოახდინეს და მარცხი განიცადეს.
მატჩის ბედი სერგო კუხიანიძის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე გაიტანა და ამრიგად, „სამგურალმა“ ორი მატჩის ჯამში 3:0 იმარჯვა (2:0, 1:0).
„სამგურალი“ ბოლოს საქართველოს უმაღლეს ლიგაში 2001-2002 წლების სეზონში თამაშობდა. „ჩიხურა“ კი დაქვეითდა, პირველივე სეზონში მას შემდეგ, რაც გუნდი სოსო ფრუიძემ დატოვა.
„სამგურალს“ დიდებული სეზონი ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უმაღლესს დაუბრუნდა, პარალელურად საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც „გაგრასთან“ პენალტების სერიაში წააგო და ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა ტიტულის მოგებამდე და ევროთასებზე გასასვლელად...
„სამგურალი“ – „ჩიხურა“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 კუხიანიძე (87)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვულოცავ სამგურალს ელიტაში დაბრუნებას (ისე, ვაი და უი ჩვენ რომ ელიტა გვყავს), მსაჯობა კიდევ ცალკე აქილევსის ქუსლი და დიდი პრობლემაა ჩვენს მთხლებურთში.
სამგურალს ვულოცავ ელიტაში დაბრუნებას!!!
ამ მსაჯს(კიკაჩეიშვილს) მაგრა შიგა აქვს,ადრე მეგონა ის მიკერძოებულად მსაჯობდა მაგრამ დღევანდელი მატჩის მერე დავრწმუნდი რომ უბრალოდ ვერაა ეს ტიპი,პირველ ტაიმში 999% პენალტი არ დადო სამგურალის სასარგებლოდ,მეთქი ჩიხურას მსაჯობს,მარა შენც არ მომიკვდე,გაძევებიდან (პირველ) ორ წუთში სამგურალის ფეხბურთელი მის ცხვირწინ ფრენბურთელივით ხსნის ჰაერში ხელით ბურთს,შლის კონტრშეტევას,მსაჯი ვითომც არაფერი,ნიშნავს უბრალოდ ჯარიმას,არადა მეორე ყვითელი და წითელი უნდა ყოფილიყო