კალათბურთი

10:58 | 18.12.2020 | ნანახია 293 - ჯერ

მიხეილ ბერიშვილს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა

ყატარის ჩემპიონატში მიხეილ ბერიშვილის „ალ შამალი“ „ყატარ ქლაბს“ დაუპირისპირდა და ადვილად, 92:77 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და მან პარკეტზე სრული სათამაშო დრო გაატარა. ბერიშვილმა 40 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მიხეილმა 6-დან 3 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„ალ შამალი“ 2 მოგებით და 1 წაგებით ყატარის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 19 დეკემბერს, „ალ აჰლის“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:14 | 18.12.2020
mikamika (1780)

ვახ ვახ, მაგარია, მიდით ბიჭებო, მიაწექით!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067113