ფეხბურთი

15:26 | 15.12.2020 | ნანახია 746 - ჯერ

„ტორპედომ“ ფლეი ოფის პირველ მატჩში „გაგრა“ დაამარცხა

ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ეროვნული ჩემპიონატის ფლეი ოფის პირველი მატჩი დამთავრდა, რომელშიც ლიგა 2-ის მესამეადგილოსანი „გაგრა“ ელიგაში მე-8 ადგილზე გასულ „ტორპედოს“ მასპინძლობდა.

ქუთაისელებმა გიორგი ივანიშვილისა (24-ე წუთი) და ცოტნე ნადარაიას (81) გოლებით 2:0 გაიმარჯვეს და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ფლეი ოფის მეორე შეხვედრაც დღეს, 15 დეკემბერს გაიმართება მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე. ნომინალური მასპინძელი „ჩიხურა“ დაბალლიგელ „სამგურალს“ დაუხვდება. მატჩი 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:33 | 15.12.2020
ilia_juventus (2091)

ამ გუნდმა უნდა გვასახელოს ევროპა ლიგაზე? ტფუი სირცხვილო !

23:34 | 15.12.2020
ilia_juventus (2091)

თუ რა ჯიშის ლიგაცაა

18:33 | 15.12.2020
qomagi (1575)

ტორპედო ასეთ გაჭირვებულ ფონზეც კი უგებს გაგრას და ევროთასებზე გაგრას იმედი უნდა გვქონდეს? ვაი უბედურო ქართულო ფეხბურთო, 30 წელია რეანიმაციაში ხარ და ვერც გშველიან და არც აპარატს არ გითიშავენ, არადა, დიდი ხნის მკვდარი ხარ უკვე.

23:33 | 15.12.2020
ilia_juventus (2091)

++

17:12 | 15.12.2020
lagashi (6738)

Ra cudia torpedos normaluri patroni rom ar egirsa..

0.07039