სხვა

12:17 | 15.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

როცა წაგება მოგებას სჯობს

ევროპის ქალთა ჩემპიონატზე, დანიაში, დღეს გამოვლინდება ყველა ნახევარფინალისტი. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ერთი, ნორვეგია.

1 ჯგუფში ორი საგზურის კანდიდატები არიან საფრანგეთი, რუსეთი და დანია, მეორეში მეორე ადგილს ხორვატია და გერმანია გაითამაშებენ. გუშინ ჰოლანდიამ 28-27 დაამარცხა გერმანია და ქულებით დაეწია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონს ერთბურთიანი გამარჯვება არ ეყო.

ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020, დანია

მთავარი რაუნდი, 14 დეკემბერი

2 ჯგუფი. ჰოლანდია - გერმანია 28-27

ჰოლ: ვესტერი (17), დუინდამი (1); აბინგჰი 8, მალესტაინი 6, ნუსერი 3, ვან ვეტერინგი 3, დულფერი 3, ვან დერ ჰაიდენი 2, სნელდერი 2, ჰოუსჰერი 1

გერ: ეკერლე (16); ბენკე 4, ნაიძინავიჩუსი 4, მაიდჰოფი 3, ლაუენროტი 3, ბოლკი 3, ზაპფი 2, გრიზელსი 2, ვაიგელი 2, სმიტსი 1, გროსმანი 1, შულცე 1, მინევსკაია 1

გერმანია 13-9 იგებდა მე-20 წუთზე, მაგრამ გადამწყვეტი აღმოჩნდა 55-56-ე წუთები, როცა ჰოლანდიამ ზედიზედ 3 გოლი გაიტანა და 26-24 დაწინაურდა. გერმანიამ სხვაობა შეამცირა 27-28 და ეს ანგარიში მას უფრო აწყობდა, ვიდრე გამარჯვებულს. საქმე ისა, რომ ჰოლანდიამ 25-27 წააგო ხორვატიასთან და იმ შემთხვევაში, თუ 3 გუნდი (გერმანია, ჰოლანდია, ხორვატია) 6-6 ქულას დააგროვებს, დაითვლება ბურთების სხვაობა ურთიერთშეხვედრებში: ხორვატიას აქვს +2, ჰოლანდიას -1, გერმანიასაც -1 და დღეს ხორვატიასთან ორი ბურთით მოგება სჭირდება ნახევარფინალში გასასვლელად. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდია რუმინეთს მოუგებს და 6 ქულამდე ავა, თუ არა და გერმანიას ერთბურთიანი მოგებაც ეყოფა. ხორვატიას უნდა ფრე ან ნებისმიერი ანგარიშით მოგება.

ჯგუფის მეორე მატჩში უნგრეთმა 26-24 დაამარცხა რუმინეთი.

2 ჯგუფი. უნგრეთი - რუმინეთი 26-24

უნგ: ბირო (9), სიკორა (1); შაცლი 7, ლაკატოში 5, სოლოში 4, კლუიბერი 3, ლუკაჩი 2, ჰელემბაი 2, კოვაჩიჩი 2, ჰაფრა 1

რუმ: დედუ (8), დუმანსკა (3), მაზარიანუ (1); ოსტასე 8, ნიაგუ 5, ბუჩესკი 3, ლასლო 3, სერაფიჩიანუ 2, იუგანუ 1, დინკა 1, პოპა 1

დღეს კოლდინგსა და ჰერნინგში 6 მატჩია და მეორე ეტაპიც სრულდება. პირველ ჯგუფში მთავარია დანია-რუსეთის თამაში.

2 ჯგუფი. კოლდინგი----თ---მ---ფ---წ------ბ------ქ

ნორვეგია----------------4---4---0---0--138-93---8

ხორვატია---------------4---3---0---1--101-103--6

ჰოლანდია--------------4---2---0---2--106-110--4

გერმანია----------------4---2---0---2--104-114--4

უნგრეთი----------------4---1---0---3---97-108--2

რუმინეთი---------------4---0---0---4---83-101--0

3 დეკემბერი. გერმანია - რუმინეთი 22-19, 4 დეკემბერი. ხორვატია - უნგრეთი 24-22

5 დეკემბერი. ნორვეგია - გერმანია 42-23, 6 დეკემბერი. ხორვატია - ჰოლანდია 27-25,

7 დეკემბერი. ნორვეგია - რუმინეთი 28-20, 8 დეკემბერი. ჰოლანდია - უნგრეთი 28-24

10 დეკემბერი. ხორვატია - რუმინეთი 25-20, ნორვეგია - ჰოლანდია 32-25

12 დეკემბერი. გერმანია - უნგრეთი 32-25, ნორვეგია - ხორვატია 36-25

14 დეკემბერი: ჰოლანდია - გერმანია 28-27, უნგრეთი - რუმინეთი 26-24

დღეს: 1 ჯგუფი

19:00 მონტენეგრო - ესპანეთი

21:15 საფრანგეთი - შვედეთი (სილკ 3)

23:30 დანია - რუსეთი (სილკ 3)

2 ჯგუფი

19:00 ჰოლანდია - რუმინეთი (სილკ 3)

21:15 ხორვატია - გერმანია

23:30 უნგრეთი - ნორვეგია

1 ჯგუფი. ჰერნინგი---თ---მ---ფ---წ------ბ------ქ

რუსეთი---------------4---3---1---0--113-99---7

საფრანგეთი----------4---3---1---0--101-96---7

დანია------------------4---3---0---1--106-88---6

მონტენეგრო----------4---1---0---3---96-101--2

შვედეთი--------------4---0---1---3---96-108--1

ესპანეთი--------------4---0---1---3---94-114--1

3 დეკემბერი. რუსეთი-ესპანეთი 31-22, 4 დეკემბერი. საფრანგეთი - მონტენეგრო 24-23

5 დეკემბერი. ესპანეთი - შვედეთი 23-23, 6 დეკემბერი. დანია - მონტენეგრო 28-19,

7 დეკემბერი. რუსეთი - შვედეთი 30-26, 8 დეკემბერი. საფრანგეთი - დანია 23-20

10 დეკემბერი. რუსეთი - მონტენეგრო 24-23, საფრანგეთი - ესპანეთი 26-25

11 დეკემბერი: საფრანგეთი - რუსეთი 28-28, დანია - შვედეთი 24-22

13 დეკემბერი: მონტენეგრო - შვედეთი 31-25, დანია - ესპანეთი 34-24

ფინალური უიკენდი. 18, 20 დეკემბერი. ჰერნინგი

18 დეკემბერი: ნახევარფინალი, მატჩი 5-6 ადგილებისთვის

20 დეკემბერი: ფინალი, მატჩი 3-4 ადგილებისთვის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.092228