ვეტერანი განელი ფეხბურთელი კევინ-პრინს ბოატენგი, რომელიც ახლა იტალიურ „მონცაში“ თამაშობს, ფიქრობს, რომ ლიონელ მესი „ნაპოლიში“ უნდა გადავიდეს. როგორც მან ESPN-ს უთხრა, არგენტინელი დაუჯერებელ ისტორიას შექმნიდა თუ „ნაპოლის“ პრეზიდენტს ტრანსფერს შესთავაზებდა.
„მესი კონტრაქტის დასრულებამდე აპირებს „ბარსელონაში“ დარჩენას, მაგრამ დიდებული იქნებოდა თუ „ნაპოლის“ პრეზიდენტს დაურეკავდა და ეტყოდა: „მე მოვალ. თქვენ აღარ გასცემთ 10 ნომერს, მაგრამ მინდა მარადონას პატივი მივაგო, მინდა თქვენთან თამაში ერთი ან ორი წელი, ფულზე არ ვფიქრობ და არც არაფერზე, უბრალოდ მინდა ეს გულით გავაკეთო“.
ეს ფილმს დაემსგავსებოდა. მას ვერტმფრენით მოუწევდა გადაადგილება, რადგან ხალხი ბედნიერებისგან სიხარულისგან ცოცხლად შეჭამდა, ისინი ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ. წარმოუდგენელი ამბავი, როგორც ფეხბურთისთვის, ისე ზოგადად მსოფლიოსთვის. დაუჯერებელი გზავნილი და ისტორია იქნებოდა. მინდა მესის ადგილზე ვიყო და მაშინვე „ნაპოლის“ პრეზიდენტს დავურეკავდი“, - თქვა ბოატენგმა.