ფეხბურთი

1:30 | 9.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი პარიზში: პსჟ - "ბაშაკშეჰირის" მატჩი ოთხშაბათს სხვა მსაჯებით გაგრძელდება

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩი „პარი სენ ჟერმენსა“ და „ბაშაკშეჰირს“ შორის ოთხშაბათს გაგრძელდება. ამის შესახებ უეფამ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

მატჩი მე-13 წუთზე შეწყდა. როგორც იტყობინებიან, მეოთხე მსაჯმა სებასტიან კოლტესკუმ „ბაშაკშეჰირის“ მთავარი მწვრთნელის, ოქან ბურუქის ასისტენტ პიერ ვებოს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა - „ნეგრო“ (შავი), უწოდა მან ვებოს, რასაც პროტესტის დაწყება მოჰყვა.

უეფას დელეგატის მოწოდების მიუხედავად, ფეხბურთელებმა თამაშზე უარი განაცხადეს და მატჩი აღარ განახულებულა. თუმცა, ოთხშაბათს, მე-14 წუთიდან სხვა მსაჯთა ბრიგადით გაგრძელდება.

„ბაშაკშეჰირი“ ჯგუფში ჩარჩენილია, ხოლო „პარი სენ ჟერმენი“ გასულია, მაგრამ პირველ ადგილზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდება.

0.120233