უზბეკეთის თასის მერვედფინალში მათე ვაწაძემ გოლი გაიტანა. ქართველი ფორვარდი, რომელიც აგმკ-ს ღირსებას იცავს, ტაშკენტის „ლოკომოტოვითან“ გამოირჩა.
ვაწაძემ 22-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გახსნა. ამ ეპიზოდში მეკარის უხეში შეცდომაა აღსანიშნავი. ვაწაძესთან ერთად აგმკ-ს რიგებში ელგუჯა გრიგალაშვილიც თამაშობს. მატჩი აგმკ-მ ადვილად, 3:0 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
რაც შეეხება ვაწაძეს, ის აგმკ-ს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა, მანამდე „კიზილკუმის“ რიგებში ირჯებოდა.მათეს სხვა და სხვა დროს არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის „დინამოში“, „ორჰუსში“, „დილაში“, „ორენბურგსა“ და „სილკებორგში“.