უკრაინული წარმოშობის ჰოლივუდის მსახიობი მილა იოვოვიჩი ამერიკის ბევრი მოქალაქის მსგავსად, შვილებთან ერთად საკუთარი ნებით თვითიზოლაციაში იმყოფება და რა გასაკვირია, რომ სახლში გამოკეტილი ლეგენდარული მსახიობი დროის მოკვლას და გართობას ათასი გზით ცდილობს.
ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრის დროს იოვოვიჩმა აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი გასართობი ძველი, ცნობილი საფეხბურთო მატჩების ცქერაა. მილას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელი საფეხბურთო ნაკრებების ან კლუბების ძველ შეხვედრებს უყურებს. თუმცა მას ფეხბურთი რომ უყვარს -არც არასოდეს დაუმალავს.
აქვე შეგეხსენებთ, რომ მილა იოვოვიჩმა ამ სამი წლის წინ უკრაინაში ყოფნისას მისი მშობლიური ქალაქის - დონეცკის საფეხბურთო კლუბ “შახტარის“ ქომაგობაზე დადო თავი და ამჟამად დევნილობაში მყოფი დონბასელთა კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას კლუბის მაისურიც მიიღო და გუნდის თილისმის წოდებაც დაიმსახურა.