ფეხბურთი

19:22 | 1.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი უქულოდ დაასრულა

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი უქულოდ დაასრულა. ლევან ბაჯელიძის გუნდი მეათე ტურში შინ ბოსნიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:3 წააგო.

ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. დუბლი კრაისუმოვიჩმა შეასრულა, ხოლო ერთი გოლი დამიანოვიჩის ანგარიშზეა.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალზე წარუმატებლად გამოვიდა, ათივე თამაში წააგო და ბუნებრივია, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

საქართველო - ბოსნია 0:3

გოლები: 0:1 დამიანოვიჩი (22), 0:2 კრაისუმოვიჩი (64), 0:3 კრაისუმოვიჩი (77)

0.11972