ფეხბურთი

13:24 | 1.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ,“ „რეალმა“ და „სიტიმ“ 18 წლის ნიდერლანდელ მცველს დაადგეს თვალი

ევროპული ბობოლა კლუბები „ჰოფენჰაიმის“ 18 წლის მცველით, მელაირო ბოგარდით დაინტერესდნენ - გვამცნობს Sport.es.

წყაროს მტკიცებით, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი თანამემამულე ბოგარდს ტრავმირებული ჟერარ პიკესა და სერხი რობერტოს შემცვლელად განიხილავს. ბოგარდს თანაბარი წარმატებით შეუძლია დაცვის ცენტრში და მარჯვენა ფრთაზე თამაში, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მყიდველთათვის.

ბოგარდს „ჰოფენჰაიმთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და კლუბი ალბათ, უკვე იანვარში ეცდება მის გაყიდვას, რათა ზაფხულში ნიდერლანდელი თავისუფალი აგენტი არ გახდეს.

ბოგარდს ასევე აკვირდებიან მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113329