კალათბურთი

0:45 | 1.12.2020 | ნანახია 1377 - ჯერ

ზუროსი გასახდელში კალათბურთელებს: "ვძლევთ პრობლემებს და ვიმარჯვებთ!" (+VIDEO)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შვეიცარიასთან (91:84) გამარჯვების შემდეგ გასახდელში კალათბურთელებს მიმართა.

„ბიჭებო, სწრაფად ვიტყვი - თამაშში გული ყველამ ჩადო. ჩვენ წარმოვადგენთ ქვეყანას. ყველამ ყველაფერი გაიღო, ვინც სასტარტოდან ითამაშა და სათადარიგოებმაც გული ჩადეს. მე ამას ნამდვილად ვაფასებ, დიდი მადლობა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რთულ და კარგ მომენტებში ერთად ვართ და ვაყალიბებთ ხასიათს. ვაჩვენებთ ყველას, ძლიერები ვართ, ნებისმიერის ძლევა შეგვიძლია. ვძლევთ პრობლემებს და ვიმარჯვებთ, ეს მნიშვნელოვანია. მადლობა ყველას. გისურვებთ ჯანმრთელებს, გაუფრთხილდით საკუთარ თავებს და შემდეგ სხვა გამარჯვებებიც მოვა“, - ამბობს ზუროსი მიმართვისას.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ მატჩს 19 და 21 თებერვალს, შესაბამისად სერბეთისა და ფინეთის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს. მოგეხსენებათ, ილიას ზუროსის გუნდისთვის ამ შესარჩევ ციკლს სატურნირო დატვირთვა არ გააჩნია, რადგან მასპინძლის სტატუსით ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისედაც მოპოვებული აქვს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:06 | 01.12.2020
moshe (85)

ბევრი აქვთ სამუშაო სათადარიგოებს მარტო დგეხარ არავინ ხელს არ გიშლის დაბურთს კალათში ბვერ ათავსებ ხუთიდან ხუთივეჯერ!? კარგით რა სირცხვილია ნაკრების მოთამაშე ხარ ხუთიდან სამჯერ მაინც უნდა მოახვედრო მესმის დაძაბულობა ფსიქოლოგიური წნეხი მაგრამ არაფერი არ გამართლებს როცა ყველას აცილებ და სულ ხელი გიკანკალებს კეთილი ინებე დარჩი ვარჯიშის შემდეგ და ორი სამი საათი სროლებზე ივარჯიშე თუარადა მიდი გუნდთან და თქვი რომ ამ ეტაპზე არახარ მზად ნაკრებში სათამაშოდ გეყოს ვაჟკაცობა და სანსმ მზად არ იქნები სანამ საკუთარ თავDი დარწმუნებული არ გახდები რომ სროლა შეგიძლია ფა ნაკრების დონეს აკმაყოფილებ ნუ დაიკავებ ადგილს მთელი ქვეყანა თქვენ შემოგციცინებთ გაჭირვებულ კაცს თითოეული ჩაგდებული ფურთი თითოეული მოგებულუ ორთაბრXოლა ყველა შედეგიანი მოქმედება ყველა ჰამარჯვება ხალხსმალამოსავით ეცხება ჭრილობაზე შანსი გაქვს ერის წინაDე შენი სიყვარული და თავდადება გამოხატო რაც ყველას არ ეძლევა და შენ როცა ეროვნული ნაკრებისმაისური გაცვია და მომავალი თაობებისთვისმაგალითი უნდა გახდე საკუთარ თავს დააძალე რომ ბევრი ივატჯიშო და სროლაც შეგეძლოს პასისმიცემაც და ფარზე ბურთის მოხსნაც ფაიმახსოვრე და კარგად გაიაზრე ხალხს უყვარხარ და შენი ეიმედრბა ნუ გაუცრუვებ იმედს " სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების_" უფალს ებარებოდეთ

18:47 | 01.12.2020
temo11 (1791)

ამდენი ნეგატივის წერას,უბრალოდ გილოცავ გამარჯვებას, გილოცავ დაუმაერცხებელი ნაკრების სახელს, გაგიკვირდება და ამდენი აცილებულის მერეც მოვიგეთ, სერბეთთანაც,ხო ეს სერბეთია და არა სომხეთის ნაკრები. საიდან გაქვთ ამდენი ნეგატივი )) უბრალოდ და მარტივად,მადლობა ბიჭებს,მადლობა ზუროსს,მადლობა სამწვრთნელო შტაბს.რთულია? რავიცი

03:57 | 01.12.2020
გუსანი (746)

ეჰ. ეგ ყველაფერი კი იციან მაგრამ სიზარმაცე და მიღწეულით დაკმაყოფილება ჩვენი ერის ძირეული პრობლემაა,რაც მენტალიტეტსაც აზარალებს ერის განვითარებასაც....

16:03 | 01.12.2020
rejimiler (736)

ამ შემტხვევაში სამწუხაროთ ქართული კალათბურთის რეალობა უნდა გავითვალისწინოთ ის რომ მოთამაშე დარჩეს და 2-3 საათი ივარჯიშოს სროლაში მაგის ფუფინება თბილისში არამგონია რომელიმე კლუბს კონდეს რადგან საკუთარი საბაზა არცერტ კლუბს არაქვს და ყველა გუნდი იჯარით და ქირით არის დარბაზში შესული რომლის ვარჯიშის დასრულების შემდეგ ან სხვა გუნდი შედის სავარჯიშოდ ან ბავშვთა გუნდებს აქვთ ვარჯიში, ადრე მგონი საკუთარი ბაზა ქონდათ შსს გუნდს და არმიას, დანარცენები ზოგი სად ვარჯიშობს ზოგი სად უმეტესი მხოლოდ მისთვის განკუთვნილი 2 საათით იკავებს დარბაზს. დარბაზების სიმცირეა თბილისში უმაღლესი ლიგის გუნდი სკოლაში ვერივარჯიშებს არასტანდარტულ მოედანზე და სკოლებშიც სადაც ნორმალური დარბაზია ყველაგან წრეები ფუნქციონირებს

0.069575