საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შვეიცარიასთან გამარჯვების (91:84) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. ბერძენი სპეციალისტის განცხადებით, ბედნიერია გუნდში შექმნილი ატმოსფეროთი და იმედოვნებს, რომ მომავალ შეხვედრებშიც ისეთივე ძლიერები იქნებიან, როგორც ბოლო ორ თამაშში.
„პირველ რიგში ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას. განსაკუთრებით ახლა, როდესაც აქ თორნიკეა, მინდა ვთქვა, რომ ის ჩამოვიდა მადრიდის „რეალთან“ ძალიან რთული თამაშის შემდეგ და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს გუნდი ძალიან უყვარს. ისევე, როგორც შერმადინს და ყველა იმ კალათბურთელს, რომელიც აქაა.
ჩვენ ფინალურ ეტაპზე, როგორც მასპინძლები უკვე გასულები ვართ, მაგრამ მაინც ოთხიდან ოთხი თამში მოვიგეთ და ძალიან ბედნიერი ვარ გუნდში შექმნილი ატმოსფეროთი. ჩვენ ვიყენებთ ახალგაზრდა კალათბურთელებს და გვსურს, რომ გუნდს შეეგუონ. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ისეთივე ძლიერები ვიქნებით, როგორც ახლა. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა და ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო ამ რთულ პერიოდში. ევროპის ჩემპიონატამდე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები გველის და ჯერ ამ თამაშებისთვის უნდა მოვემზადოთ და შემდეგ ევრობასკეტისთვის“, - თქვა ზუროსმა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ მატჩს 19 და 21 თებერვალს, შესაბამისად სერბეთისა და ფინეთის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს. მოგეხსენებათ, ილიას ზუროსის გუნდისთვის ამ შესარჩევ ციკლს სატურნირო დატვირთვა არ გააჩნია, რადგან მასპინძლის სტატუსით ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისედაც მოპოვებული აქვს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თხოვნა მაქვს ვინც იცის მ.ქ. კოეფიციენტი მარტივად როგორ ითვლება? დაწერეთ..
აი ამ ძალად კრიტიკაში რა მუღამს ნახულობთ ვერ ვხვდები

სამი კალათბურთელით ითხოვდით 30 ქულით მოგებას? შვეიცარია სუსტია მაგრამ გაცილებით სუსტები არიან ყველა ის კალათბურთელი ვინც შერმადინის, შენგელიას და მაკფადენის გარდა გვყავდა. და ბოდიში ეხლა წინა თამაში როგორც გაათრიეს ისე რომ ვერ აიღეს ყველაფერი საკუთარ თავზე
ამ შემადგენლობით გამარჯვება ფინეთთან და შვეიცარიასთან არის შესანიშნავი შედეგი. ფევაძე იმედია მოუმატებს და გააგრძელებს პროგრესს. დანარჩენის პერსპექტივა ძალიან საეჭვოა. ბაქრაძე კიდე ხო, მაგრამ ასაკი არ აქვს ისეთი პერსპექტიული რომ ვუწოდო
რეალობაა კი ბატონო, უბრალოდ საწყენია რომ პოტენცია ნაკრებში არის და ბევრი უაზრო-დაკარგვა შეცდომების-დისციპლინის, ტონუსის თუ ა.შ გამო შედარებით მოკრძალებულად ჩანს თამაში ჩვენს საკბილო გუნდებთან. ესპანეთი , საფრანგეთი და მისთანებზე ხომ არ არის საუბარი...
ფედერერ
მე ცინცაძის იმედი ნამდვილად არ მაქვს. დიდი მადლობა გიოს იმ სიხარულისთვის რაც ნაკრებში თამაშით მოუნიჭებია მაგრამ მისი სანაკრებო კარიერაც ჩემი აზრით დასრულებულია. რაც შეეხება ნაკრების გაძლიერებას გოგა და მამუკელაშვილი გუნდს ნამდვილად გააძლიერებენ მაგრამ უკანა ხაზში არის ძალიან ცუდად საქმე.პირველ-მეორე-მესამე ნომრებზე ერთადერთი მაღალი დონის კალათბურთელი გვყავს მაკფადენის სახით.
გუსანი
მე რა მიწერია და შენ რას მპასუხობ? ალბათ ვერ გაიგე ჩემი დაწერილი და იმიტომ. ან ჩემთან კამათი გინდა და კი ბატონო რა პრობლემაა მაგრამ მერე იგივეს იმეორებ რასაც მე ვწერ და რავიცი, რავიცი. ღმერთმა ხელი მოგიმართოს
ახლა გადავხედე ცხრილს და ყველაზე მეტი ქულა ჩ ენ გვაქვს ჩაგდებული, რაც იმას ნიშნავს რომ ძალიან შემტევ კალათბურთს ვთამაშობთ და ასეთ სტილს ბუნევრივია ბევრი გაშვებული ქულაც მოყვრბა და ნურც იმას მოვითხოვთ, რომ საქართველოს ჩემპუონატში მოთამაშე ბიჭებმა ითამაშონ პერსონალურად სასწაული დაცვა, რადგანაც ამ ყველაფერს სათანადო პრაქტიკა უნდა, გაცილებით იოლია შეტევაში პროგრესირება ვიდრე დაცვაში.
ეგ კარგია , მაგრამ სხვაობა ნახე, მასეთ ბალანს რაგბიში ვისურვებდი ამ ტურნირზე, მარტო დაცვის ფაზაში ვართ და ძლივს ირლანდიას დავუდეთ ლელო, მართალია შეტევის განვითარების გარეშე თამაშებს მარტო დაცვით ვერ მოიგებ
კრიტიკა აუცილებელია და არც თვითკმაყოფილრბაა კარგი საქმე, მაგრამ ამ შემადგენლობისგან მეტს რატო ელოდებით მე ეგ მიკვირს, საკმაოდ ძლიერ ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერები ვართ და თამაშის ხარისხი გასაგებია არ არის იდეალური, თუმცა ბრძოლას არავინ არ აკლებს და ყველა მაქსიმალურად იხარჯება, ამ გუნდს დამატებული გოგა, ცინცაძე, მამუკელაშვილი და ანდრონიკაშვილი უკვე დიდი ძალა იქნება, თან ყველა პოზიციაზე გვეყოლება ნორმალური შემცვლელი და 5-6 კაცზე აღარ გაიყოფა ქულები, არამედ მთელი გუნდი იქნება სრულად ჩართული და დაიტვირთება ის ვისაც უკეთ მისდის თამაში კონკრეტულ ეპიზოდებში.
მგონი მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის მწვრთნეის და მოთამაშეების მისამართით.
გეთანხმები მაგრამ ამ ჯგუფში ერთი მაგარი სერბიაა და ისიც მესამედი ძალით თუ ნაკრებით ასპარეზობს, მოსაგებს მოიგებს და გავა, თბილისშიც თუ დაჭირდა მოიგებს, თუ არ მოვუმატედ საფუძვლიანადმთავარი პრობლემა თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ და განვითარება განვაგრძოთმ რა თქმა უნდა მადლობა ბიჭებს, მაგრამ თუ ბაქრაძეს და ფევაძეს ეტყობად სათამაშო აზროვნება,ინტელექტი, და ა.შ რაც ზრდის პოტენციის საფუძველია, სხვებს რატომ არ ეტყობად.
გილოცავთ 4 მოგებას, მაგრამ ვისურვებდი ეს მოგება მეტ წილად ახალბედების ხარჯზე ყოფილიყო, ვაი პატრიოტობა არ დაიწყოდ, არ მომწონს ხან შერმადინის ხან მაკფადენის წყალობით მოგებული თამაშები, ასე შორს ვერ წავალთ, გაიხსენით ევროპის წინა ჩემპიონატი, ლიტვას მოვუგეთ და მერე მოსაგები წავაგეთ... დასკვნები... არც ახლანდელი ფინეთი და შვეიცარია საზომად არ გამოდგება, სერბეთი მაინც მოსაგებს მოიგებს და გავა, როტაციას მიმართავს 3 ნაკრები შეუძლია დააყენოს...ჩვენ კი ასეთ შვეიცარიასთან 84 ვიღებთ და ბოლო წამებადმე ვნერვიულობთ. გაიხსენეთ ფეხბურთში ესტონეთთან ძლივს მოგებული ბოლო წამამდე გაურკვევლად- ლამის გაათანაბრეს, განგაში მაშინ იყო ასატეხი პროფესიონალებში და ფედერაციაში, შეიძლება ბოლო ჩასვრები აგვეცილებინა. ასე ვხედავ ამჯერად კალათბურათში.ვიგებთ მაგრამ ასე მსოფლიოს შესარჩევში ჩავისვრით....ძალიან ბევრ უაზრო დაკარგვებს-შეცდომებს უშვებენ ჩვენები, მომწონს ახლებიდან ბაქრაძე და ფევაძე , სხვები? რაღაც სათამაშო ინტელექტში და თამაშის წაკითხვაში მოიკოჭლებენ, რესურსი ?- ემატება ბითაძე და არ ვიცი მამუკელაშვილს თუ აქვს მომატებული, ვფიქრობ სახელმწიფომ და კერძოსექტორი კალათბურთს მეტად უნდა დაეხმაროს, ფეხბურთზე(-..სამწუხაროდ) მეტი პოტენცია უჩანს...
ერთი რამ გამომრჩა: 4 ქულით მოგვიახლოვდნენ შვეიცარიელები და ჩვენი ჟოპალეზი ჭურნალისტები ეგრევე დადგნენ სტარტზე, ფუიიი...
რა გინდათ ამით თქვათ, რა მაგრად ითამაშეს ბიჭებმა? კი მოიგეს მაგრამ არ დაგავიწყდეთ ნირვანაში ყოფნა კარგი არ არის, შვეიცარიის ნაკრებს რეიტინგით ალბად მარტო შერმადინი და შენგელია გადაწონის, მაკფადენის გარეშეც და ბოლო წამებამდე სანერვიულო არ უნდა შეექმნათ, ასეთი ნაკრები 84 ქულას არ უნდა გიგდებდეს, არ თქვათ სერბებს მოუგესო,??!!
რასი დიდი შანსია გოლდენში აღმოჩნდეს, გოლდენიდან დეტროიტში წავა ვიგინსი და დეტროიტიდან ჰიუსტონში გრიფინი
ნბა-ზე ბერძენზე 5 გუნდი იბრძვის: ნიქსი, დალასი, ტორონტო, ლეიკერსი და მაიამი. ყველა გუნდს თავისი უპირატესობები აქვს იანისის დამატების ამბავში
ლობჯანიძე ახლებში ყველაზე კარგი მცველია და შეიძლება მისი იმედი გვქონდეს მომავალშიც. წამყვანი სამეული ძალიან კარგია. ბოქოლუშვილს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. დანარჩენები ძალიან სუსტები არიან.
დავწერ თავიდან
დანარჩენი სად წავიდა?
მშვენიერია!
ძალიან სასიამოვნოა როცა ჩვენი ნაკრები ცხრილში ზემოდან ამაყად გადმოყურებს სერბეთს.
ფევაძე წინა თამაშზე უკეთესი იყო, ამ ბიჭში არის პერსპექტივა; ბაქრაძე დღეს კიდევ უკეთესი იყო