კალათბურთი

20:55 | 30.11.2020 | ნანახია 1028 - ჯერ

თორნიკე შენგელია: "ვიცით, რომ ჩვენი ხალხისთვის პატარა პოზიტიური ნაპერწკალიც მნიშვნელოვანია"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვეიცარიის ნაკრებს 91:84 მოუგო და ჯგუფში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა თორნიკე შენგელია, რომელიც პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო (19 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი).

„ძალიან რთული თამაში იყო. შვეიცარიამ თბილისშიც დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და ადვილად თამაშს არ ველოდით. ყველამ იცის, რომ უკვე გასული ვართ ფინალურ ეტაპზე, რადგან მასპინძლები ვართ, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გახლდათ. უნდა აღინიშნოს, რომ ასე რომც არ ყოფილიყო, მაინც კვალიფიცირებული ვიქნებოდით, რადგან ოთხივე თამაში მოვიგეთ.

ჩვენ ამ თამაშებს ფინალურ ეტაპზე გასასვლელად არ ვთამაშობთ, არამედ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. ძალიან რთულ პერიოდშია მთელი მსოფლიო, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ და საქართველოზე უნდა ვიზრუნოთ. აქედან გამომდინარე თითოეული პატარა პოზიტიური ნაპერწკალიც ვიცით რა მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. მადლობა უფალს, რომ ეს თამაში ქართველი ხალხისთვის მოვიგეთ და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, მწვრთნელებით, ექიმებით, მთელი გუნდით.

ახალგაზრდებზე მინდა ვთქვა, რომ ისე თამაშობდნენ, როგორც ნამდვილი პროფესიონალები. მათ მოსამზადებელ პერიოდში ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მზად ყოფილიყვნენ და ეს დასაფასებელია. ჩვენ ვთამაშობთ, როგორც ერთი დიდი ოჯახი და ვფიქრობ, ამას ყველა ხედავს, რადგან იგრძნობა მოედანზე. ყოველთვის ამაყი ვარ, როდესაც საქართველოს ნაკრებში ჩამოვდივარ", - თქვა შენგელიამ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ მატჩს 19 და 21 თებერვალს, შესაბამისად სერბეთისა და ფინეთის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს. მოგეხსენებათ, ილიას ზუროსის გუნდისთვის ამ შესარჩევ ციკლს სატურნირო დატვირთვა არ გააჩნია, რადგან მასპინძლის სტატუსით ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისედაც მოპოვებული აქვს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:07 | 30.11.2020
lado (1613)

სპასიბა ტავარიშ

18:48 | 01.12.2020
temo11 (1791)

კი თურმე შტაბ კვარწირაში შეკრებილან მერე
გილოცავ გამარჯვებას ( თუ გაგეხარდა, რაღაც არამგონია )

21:52 | 30.11.2020
პანტელეიმონი (4347)

თოკო, შენ იცი რომ დაგვწყდა გული შენი ცსკა -ში გადასვლის გამო, მაგრამ ქართველ გულშემატკივარს უყვარხარ და გაფასებს შენ ! ! !

21:34 | 30.11.2020
თენგაბი (950)

თოკოს რომ არ გაებრძოლა ბოლოში, მე მგონი წავაგებდით. მაკფადენის, შემადინის, თოკოს კლასის ხარჯზე მოვიგეთ.ფევაძეს და ბაქრაძეს ცოტა არა უშავს, დანარჩენებს კლასი არა აქვს, უფრო მეტს აფუჭებენ.

01:09 | 01.12.2020
გუსანი (746)

ბოლომდე გეთანხმებით და ცოტა ეუფორიაში არ უნდა ჩავარდეს ნაკრებიც და ჩვენც, ასეთ გუნდებთან მოგება ძალიან კარგია მაგრამ ბევრი პრობლემებიც ჩანს რაც წინცვლისთვის გამოსასწორებელია

21:26 | 30.11.2020
dinamo222 (8587)

მოგებებიც ძალიან კარგია და კიდევ უფრო კარგია რომ მაგარი ახალგაზრდებიც გამოჩდნენ ! შენგელიას შერმადინს მაკფადენს ბერიძეს ფევაძეს კორსანტიას დაემატებიან ბითაძე ცინცაძე ანდრონიკაშვილი მამუკელაშვილი ბურჯანაძე სანაძე და და 11-13 კარგი კალათბურთელი გუნდში ეს ძალიან დიდი ამბავია ! და ნებისმიერ ნაკრებს თანასწორად ვეთამაშებით და ძალიან ბევრსაც ვაჯობებთ

21:26 | 30.11.2020
dinamo222 (8587)

ჯიგარსონა ხარ თოკო !

21:08 | 30.11.2020
ilia_juventus (2091)

კი, ეგრეა გენაცვალეთ ბიჭებო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.063168