ფეხბურთი

18:16 | 28.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

თსუ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგას პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც თბილისში უნგრულ „ბერეტიუიფალუს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრამ სტუმრების უპირატესობით ჩაიარა და უკვე მეშვიდე წუთზე უნგრელები ორბუთაინი უპირატესობით იგებდნენ. მეორე ტაიმში 29-ე წუთზე მათ კიდევ ორი გოლი გაიტანეს და თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტეს - 0:4.

თსუ-მ მატჩის ბოლოს მოახერხა სიტუაციის დაძაბვა. კეკელიას, ღავთაძისა და ჯვარაშვილის გოლებით მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ მეტისთვის თსუ-ს უბრალოდ დრო აღარ ეყო და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

თსუ - ბერეტიუიფალუ 3:4 (0:2)

გოლები: 0:1 ალვარიტო (4), 0:2 ფერნანდესი (7), 0:3 სჟაბო (29), 0:4 ალვარიტო (29), 1:4 კეკელია (31), 2:4 ღავთაძე (38), 3:4 ჯვარაშვილი (40)

თეგებითსუ
0.115858