ფეხბურთი

18:46 | 27.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლანჩუხთი" ჩემპიონთა ლიგის მატჩს თბილისში ჩაატარებს

საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური შეხვედრას თბილისში გამართავს. როგორც გურული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, შვედურ „როსენგარდთან“ თამაში 9 დეკემბერს, „მიხეილ მესხზე“ შედგება.

შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება და 14:00 საათზე დაიწყება. საპასუხო დაპირისპირება კი 15 დეკემბერს, შვედეთში შედგება.

შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ბარიერი დაძლია და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06802