ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა ზედიზედ მეცხრე თამაში წააგო. ლევან ბაჯელიძის გუნდმა თბილისში მალტას უმასპინძლა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 0:4.
სტუმრებმა თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი ადვილად გადაწყვიტეს. თანაც ეს ყველაფერი 58-ე წუთამდე მოასწრეს. დუბლები შეასრულეს ზამიტმა და ბუგეჯამ და მალტა თბილისიდან 3 ქულით წავიდა.
საქართველოს ნაკრებს 9 თამაშიდან ყველა წაგებული აქვს და ბუნებრივია უქულოდ ბოლო ადგილზეა. ჯგუფში დასკვნით შეხვედრას კი 1 დეკემბერს, შინ ბოსნიის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო - მალტა 0:4 (0:2)
გოლები: 0:1 ზამიტი (34), 0:2 ბუგეჯა (44), 0:3 ზამიტი (52), 0:4 ბუგეჯა (58)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
4 ნომერი სილამაზის კონკურსზე გეცადა ბედი ჯობია

და რა არის გასაკვირი?? ის 16 წლის გოგო რომ დაფრინავდა, იტალიის ჩემპიონატში 6 თამაშში ხუთი გოლი გაიტანა, მეორემ ვინც გაიტანა ისიც იტალიის ჩემპიონატში თამაშობს. ერთი ჭყონია ცდილობდა, ბურთთან მოპყრობა იცის, მაგრამ სისწრაფე აკლია, სხვა მხრივ ერთადერთია ვისაც ფეხბურთი ესმის. ლანჩხუთმა ალბათ ავტობუსი უნდა ჩააყენოს და ჭყონიას იმედზე იყოს, ჯამში ლანჩხუთი ორნიშნა ციფრით წააგებს და ესეც არ იქნება გასაკვირი.
ჩემპიონთა ლიგაზე გასული ლანჩხუთიდან ნაკრებში 1/3 არ არის, რაც გასაკვირია. ასეთი გუნდი გვყავს და ბარემ ნაკრებშიც 80% ლანჩხუთის შემადგენლობა დავაყენოთ და ლანჩხუთის მწვრთნელი დაინიშნოს მთავარ მწვრთნელად. კურიოზია აბა რა ჯანდაბაა, როცა კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მალტის ნაკრებზე ძლიერ მეტოქეებს ამარცხებს გასვლაზე და ნაკრები სახლში უშანსოდ მარცხდება მალტასთან, მაგრამ ჩვენი ფეხბურთი და ქვეყანა ხომ კურიოზების სამშობლოა. მართალი ხარ კობიაშვილო, წინ მიდის ფეხბურთი, ისე მ..ანთ პატრონი.
ცნობისთვის იმ კლუჟმა 2-1 მოუგო მალტის ჩემპიონს და დამიჯერე ეს ორი გოგო რომ ყოლოდა გადაუვლიდა იმ რუმინულს კლუბს კატოკივით.
ვინც გოლები გაიტანა იმათ ვგულიხმობ