ურუგვაელი ლამაზმანი ბიანკა სანჩესი 2015 წელს “მის ურუგვაის“ ტიტულს სრულიად სამართლიანად დაეუფლა თუ არა, თავისი კარიერა მსწრაფლივ ბებერ ევროპაში განაგრძო და როგორც იტყვიან ხოლმე აშკარა იყო, რომ წინ დიდი და წარმატებული მომავალი “ეჭყანებოდა“.
თუმცა, მისდა ბედად ყველაფერი ისე კარგად არ წარიმართა როგორც თავად ეგონა და გასული წლის შემოდგომაზე სამშობლოში დაბრუნება მოუწია. ერთადერთი, რითაც შეუძლია თავი დაიმშვიდოს ისაა, რომ მალევე მიიწვია ურუგვაის ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა და ახლა ეს გოგონა ლათინურ ამერიკაში საკმაოდ ცნობილ სპორტულ ტელეშოუს უძღვება.
ბიანკა სანჩესს აღნიშნულ ტელეშოუში გასულ კვირას ლეგენდარული ურუგვაელი მობურთალი, დიეგო ფორლანი ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ნახევრად ხუმრობით განაცხადა, რომ დღეს ურუგვაული ფეხბურთის რთულ მდგომარეობას ერთადერთი სწორედ ბიანკა თუ უშველის, რომელიც ხალხს შეახსენებს, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთის სიყვარულის ტრადიცია ბურთის განივად გორებაზე მეტია.