ვლადა შჩეგოლოვა უკვე კარგა ხანია რაც უკრაინაში ცნობილი მოდელი და ახლა უკვე სპორტული ჟურნალისტია, რომელიც როგორც წესი თამამ პროგნოზებსაც ხშირად აკეთებს და საფეხბურთო თვალსაზრისით მისი კოლეგა მრავალი მოდელისგან განსხვავებით ჭკუაც მოეკითხება.
ვლადა უკვე მესამე წელია, რაც ამჟამად ყველაზე ცნობილ და წარმატებულ უკრაინელ ფეხბურთელზე, ოლეკსანდრ ზინჩენკოზეა გათხოვილი და მას შემდეგ რაც ეს ბიჭი ევროპის ერთ-ერთ გრანდში - ინგლისურ “მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, ვლადასა და ოლეკსანდერის წყვილისადმი საზოგადო ინტერესიც გაათმაგდა.
ამასწინათ, ვლადა შჩეგოლოვამ საკმაოდ საკამათო მოზარება გამოთქვა ევროპის დიად კლუბთა სიძლიერეზე და განაცხადა, რომ ის კლუბი, სადაც ახლა მისი მეუღლე ირჯება, ესპანეთის ორივე დიდ გრანდსაც სჯობია და ბრიტანეთშიც უპირველესია. ამიტომაც, ოლეკსანდერს არაფერში სჭირდება კლუბის გამოცვლაზე ფიქრი. ვერაფერს იტყვი - სითამამეც ასეთი უნდა!