საქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგა 2-ის ბინადრები, „გაგრა“ და „სამგურალი“ ითამაშებენ. ნახევარფინალში ორივე გუნდმა ეროვნული ლიგის წევრები დაამარცხეს და ტიტულისთვის იბრძოლებენ.
„გაგრამ“ „საბურთალოს“ დაძაბულ ბრძოლაში აჯობა, მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში. თამაშიდან გოლი არ გასულა, 120 წუთი 0:0 დასრულდა და პენალტებში მასპინძები უკთეს გაისარჯნენ - 4:2. „გაგრას“ საქართველოს თასი მოგებულიც აქვს, 2011 წელს შეძლო ისტორიული ტიტულის მოპოვება, 2018 წელს კი ფინალში „ტორპედოსთან“ პენალტების სერიაში წააგო.
წყალტუბოს „სამგურალმა“ კი შინ საჩხერის „ჩიხურა“ დაამარცხა. პაპუნა ფონიავა და სერგო კუხიანიძე არიან გოლების ავტორები და უჩა სოსიაშვილის გუნდმა ფინალის საგზური მოიპოვა. „სამგურალის“ არ არის თასის ფინალის დებიუტანტი, აქ 1999 წელს იყო, როდესაც „ტორპედოსთან“ დამატებით დროში დამარცხდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, „გაგრსასთვის“ და „სამგურალისთვის“ საქართველოს თასის ფინალში გასვლა დიდი წარმატებაა. მათ ტიტულის მოგებასთან ერთად, ევროპა ლიგის საგზურის დაუფლებაც შეუძლიათ. მოკლედ, ფინალში დიდი ბრძოლა იქნება.
„სამგურალი“ - „ჩიხურა“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ფონიავა (29), 2:0 კუხიანიძე (90)
„გაგრა“ - „საბურთალო“ 0:0 პენ: 4:2
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეროვნული ლიგის ტოპ 4 გუნდი ხომ ბრდღვნის ევროთასებს და ახლა ჯერი პირველი ლიგის გუნდებზეა. იმედია დინამოსავით არავინ შეირცხვენს თავს. საბურთალოს 2 წელი ყველა სომხის ნაშებს ეძახდა და დინამო მწყემსების პუტანკა გამოდგა წელს.
როგორც თითქმის ყველა ქართულ კლუბს, საბურთალოსაც უსუსტესი მენეჯმენტი ჰყავს, გამოცდილი და კარგი ფეხბურთელების დამატება არ შეუძლიათ-ნუ კაი, აქ საქმე ფინანსებს ეხება ალბათ და რა შუაშია მენეჯმენტი, მაგრამ გააჩნიათ მეტნაკლებად კარგი აკადემია და ისიც ვერ მოუსაზრებიათ მინდორზე მყოფი ზოგი უსარგებლო ფეხბურთელი დროულად ჩაანაცვლონ ახალგაზრდებით. კლუბი 2-3 წელია უკანუკან მიდის და არაფერს აკეთებენ მდგომარეობის შესაცვლელად.
Xa xa xa, tasis mogebos imedad saburtalo chempionatshi yvelas azlevda
axla ra gamodis, gaisad evrotasebze gagra an samgurali gveyoleba?
საქართველოს თასზე ისეთი ყ@@@ბები ხდება ბოლო წლებში, მომავალ სეზონში ალბათ მაცვიხევის "ორშიმო" მოიგებს
დინამოსავით მაინც არ შეირცხვენენ თავს ))