ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად მარკუს რაშფორდი დასახელდა. ინგლისელმა ფეხბურთელმა უეფას ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
რაშფორდმა გასულ ტურში გერმანულ „ლაიფციგთან“ ბრწყინვალედ ითამაშა, მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ინგლისელმა შემტევმა ჟოაო ფელიქსს, დუვან ძაპატასა და მოიზე კინს აჯობა. სამივე მათგანმა საკუთარ ანგარიშზე 2-2 გოლი ჩაიწერეს.