ფეხბურთი

17:25 | 30.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაიან გიგზი: "მანჩესტერმა" შეიძლება პრემიერლიგა 15-20 წელი ვერ მოიგოს"

უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა რაიან გიგზი ფიქრობს, რომ „წითელ ეშმაკებს“ პრემიერლიგის მოსაგებად კიდევ 15-20 წელი შეიძლება დასჭირდეთ. რაიანის აზრით, ეს სულაც არაა გამორიცხული და შესაძლებელია.

„მანჩესტერმა“ შეიძლება პრემიერლიგა 15-20 წლის შემდეგ მოიგოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ კლოპი და გვარდიოლა მუშაობას ინგლისში გააგრძელებენ. მათ აქვთ რესურსი და ჰყავთ მოთამაშეები. როდესაც 1990 წელს „ლივერპული“ ჩემპიონი გახდა, ისინი ფიქრობდნენ, რომ მალე ისევ მოიგებდნენ ტიტულს. კლოპსაც კი 4.5 წელი დასჭირდა. ღირს იმის გათვალისწინება თუ რა გააკეთა კლოპმა. მან გუნდი ყოველ სეზონში უკეთესი გახადა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ყველამ დაინახა პროგრესი და ამიტომ, წნეხი ოდნავ შემცირდა. ყველა ახალი მწვრთნელისგან და ფეხბურთელებისგან ელოდებიან, რომ გუნდს ტიტულებს მოაგებინებს, მაგრამ ეს ადვილი არაა“, - თქვა გიგმა.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ჩემპიონი ბოლოს 2013 წელს გახდა და მას შემდეგ „წითელი ეშმაკებისთვის“ პრემიერლიგის პირველი ადგილი მიუწვდომელია.

0.121627