ფეხბურთი

15:05 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

გმირი და "ტერორისტი": სამი ქართველი ყაზახეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი მოხვდა - ნახევარმცველი ჯაბა კანკავა, თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე (ზედიზედ მეორედ) და მწვრთნელი კახა ცხადაძე.

ჩვენებურები ადგილობრივმა გამოცემა Sports.kz-მ გამოარჩია:

„ჯაბა მთავარი გმირი იყო, რომელმაც უამრავი სასარგებლო სამუშაო შეასრულა. ელგუჯამ დიდი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის გამარჯვებაში და მეტოქის დაცვას ატერორებდა“, - წერს გამოცემა ქართველ ფეხბურთელებზე.

კახა ცხადაძეს კი ასე ახასიათებს: „შიმკენტელებმა ზედიზედ მეექვსე თამაში არ წააგეს და აქედან 4 მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომკახა ცხადაძე ჟურნალისტებს ბრალად სდებს თავისი გუნდის ბომბარდირის წინააღმდეგ ბრძოლას, შეუძლებელია არ ვაღიაროთ „ორდაბასის“ წარმატებებში ამ სპეციალისტის დამსახურება“.

მე-14 ტურში ელგუჯა ლობჯანიძის „კაისარმა“ „შახტიორი“ 2:0 დაამარცხა და ქართველმა გოლი გაიტანა (მერვე ყაზახეთის ჩემპიონატში და მეცხრე სეზონში). კანკავას „ტობოლი“ სტუმრად „ასტანასთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო კახა ცხადაძის „ორდაბასმა“ „ჟეტისუ“ 3:1 დაამარცხა.

ცხადაძის გაწვრთნილი გუნდი 24 ქულით „ასტანასთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, „ტობოლს“ 23 ქულა აქვს და მეოთხეა, ხოლო „კაისარი“ 20 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

0.120023