ფეხბურთი

10:26 | 23.10.2020 | ნანახია 2267 - ჯერ

კაჭარავას განიავებული შანსი "ბენფიკასთან" და ლოჩოშვილის სოლიდური თამაში ცსკა-სთან

ევროპა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფურმა ეტაპმა სტარტი აიღო. რანგით მეორე ევროპულ საკლუბო ტურნირში 5 ქართველი ფეხბურთელის ოთხი გუნდი თამაშობს.

ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ ორი წარმომადგენელი გვყავს - ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე. ავსტრიელები პირველ ტურში შინ მოსკოვს ცსკა-ს დაუხვდნენ და ქულა მოიპოვეს (1:1). ლოჩოშვილმა დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგადაც, ხოლო გიორბელიძე ტრავმირებულია.

პოზნანის „ლეხმა“ ლისაბონის „ბენფიკას“ უმასპინძლა და 2:4 წააგო. ნიკა კაჭარავა მოედანზე 74-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 2:3 მარცხდებოდა და ქართველ ფორვარდს 2 წუთში შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, ლისაბონელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ დარტყმა ცუდი გამოუვიდა, კარს ააცილა.

სალონიკის პაოკ-ი საკუთარ მოედანზე ნიქოზიის „ომონიასთან“ ქულას გამორჩა (1:1). ქართველი ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია და თანადარიგში დარჩა.

და ბოლოს ბელგიური „გენტი“, რომელსაც კოშმარული სეზონი აქვს და მორიგი მარცხი განიცადა. ვიმ დე დეკერის გუნდი სტუმრად ლიბერეცის „სლოვანთან“ 0:1 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია და განაცხადში არ ყოფილა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:33 | 23.10.2020
dinamo222 (8587)

კალათბურთში ათწლეულის პასის კონკურსში ცინცაძე ფინალში გავიდა და იქ ჯერჯერობით სასტიკად აგებს არგენტინელ ფაკუნდო კამპაცოსთან 31-69. აბა ხალხო დავირაზმოთ და ვაჩვენოთ იმ გაუჩო გლეხუჭებს რა შეგვიძლია ! აი ამ საიტზე შედით და მიეცით ხმა-stripslashes((strlen('stripslashes((strlen('http://www.fiba.basketball/assists-of-the-decade?fbclid=IwAR3YAOTxYvdrNvtm36bjTkMi11UWQhTVhiPlu4_l4gxq4aNi9y0IXokn6TI')')>0?'http://www.fiba.basketball/assists-of-the-decade?fbclid=IwAR3YAOTxYvdrNvtm36bjTkMi11UWQhTVhiPlu4_l4gxq4aNi9y0IXokn6TI')':'http://www.fiba.basketball/assists-of-the-decade?fbclid=IwAR3YAOTxYvdrNvtm36bjTkMi11UWQhTVhiPlu4_l4gxq4aNi9y0IXokn6TI')'))>0?'stripslashes((strlen('http://www.fiba.basketball/assists-of-the-decade?fbclid=IwAR3YAOTxYvdrNvtm36bjTkMi11UWQhTVhiPlu4_l4gxq4aNi9y0IXokn6TI':'-http://www.fiba.basketball/assists-of-the-decade?fbclid=IwAR3YAOTxYvdrNvtm36bjTkMi11UWQhTVhiPlu4_l4gxq4aNi9y0IXokn6TI'))')>0?'-http://www.fiba.basketball/assists-of-the-decade?fbclid=IwAR3YAOTxYvdrNvtm36bjTkMi11UWQhTVhiPlu4_l4gxq4aNi9y0IXokn6TI':'-http://www.fiba.basketball/assists-of-the-decade?fbclid=IwAR3YAOTxYvdrNvtm36bjTkMi11UWQhTVhiPlu4_l4gxq4aNi9y0IXokn6TI'))':'-http://www.fiba.basketball/assists-of-the-decade?fbclid=IwAR3YAOTxYvdrNvtm36bjTkMi11UWQhTVhiPlu4_l4gxq4aNi9y0IXokn6TI':'-http://www.fiba.basketball/assists-of-the-decade?fbclid=IwAR3YAOTxYvdrNvtm36bjTkMi11UWQhTVhiPlu4_l4gxq4aNi9y0IXokn6TI'))'))

18:01 | 23.10.2020
ilia_juventus (2091)

მარცხენათი დაარტყა, თან 1-1 ზეც არ იყო მთლად.. მაგრამ.. ჩვენ გვჭირდება ფორვარდი რომელიც ორივე ფეხით თამაშობს თანაბრად და გოლებსაც იტანს . ეს ცალფეხები აღარ გადაშენდნენ ?

02:05 | 24.10.2020
Shevche (15054)

კაჭარავა ცაციაა.

15:33 | 23.10.2020
sul2 (1777)

მემგონი მოვიდა დრო ნინუას მიეცეს სათამაშო დრო

15:06 | 23.10.2020
O. Mertskhali (8101)

ეჰ, ამათთვის, გოლის გატანა, 200 კგ-მიანი შტანგის აწევისთვის საჭირო ძალისხმევის ტოლ, ძალისხმევას მოითხოვს..

15:06 | 23.10.2020
O. Mertskhali (8101)

*კგ-ანი

13:27 | 23.10.2020
vaxo_5 (554)

პაოკის ქართველი ნახევარმცველი, რომელიც *თანადარიგში* იყო - ნიკა ნინუაა

10:35 | 23.10.2020
qomagi (1575)

არა და კაჭარავას შეეძლო მატჩის ბედი შეეცვალა, მაგრამ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.926972
სარეკლამო ადგილი - 99
X x X