თამაშგარე

17:32 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიეროს ცოლს ახალი ჰობი აქვს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, ალესანდრო დელ პიეროს ცოლი, სონია ამორუზო წელიწადში ერთხელ ჰობს იცვლის და ერთი ჟამი თუ მაგალითად მოგზაურობაზეა გადარეული, მომდევნო წელს შესაძლებელია ოჯახის მოყვარული დიასახლისის ამპლუაში მოგვევლინოს და ასე გაუთავებლად...

ამ ბოლო დროს სონია ამორუზო ქუჩების მოსურათხატების ხელოვნებით, იგივე “სტრიტ-არტით“ დაინტერესდა და საკუთარი თანხებით ახლაგაზრდების არაერთი ჯგუფი დააფინანსა, რომლებიც ევროპის მასშტაბით დადიან და ჩაჟამებულ ადგილებს ისე ლამაზად და გულმისავლად აფერადებენ, რომ მათი ნახვა ერთ რამედ ღირს.

მსოფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსმა ცხადია დელ პიეროს ცოლის მიერ დაფრთიანებულ ახალგაზრდებსაც შეუშალა ხელი და ამჟამად ბევრი ერიდება ქუჩაში ყიალს. მაგრამ იმედია სულ მალე გადაივლის ეს ვირუსიც და ევროპის სხვადასხვა ქალაქის ქუჩების მოხატვის მოძრაობა ისევ გაგრძელდება.

0.112851