ევროლიგის მეოთხე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ბერლინის „ალბას“ უმასპინძლა და მოულოდნელი მარცხი განიცადა. რუსულ გუნდს ძალიან გაუჭირდა, ტაიმი 4 ქულით მოიგო, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ სადავეები ხელიდან გაუშვა და 88:93 დამარცხდა.
ჯერჯერობით სეზონის სტარტიდან გამომდინარე თორნიკე შენგელია ისეთი ეფექტური ნამდვილად არაა, როგორც „ბასკონიაში“ იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 28 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
შენგელიამ 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15-ს გაუტოლდა.
მოსკოვის ცსკა-ს ოთხი ტურის თავზე 2 მოგების წილ 2 წაგება აქვს და მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 ოქტომბერს, ბელგრადში, „ცრვენა ზვეზდას“ ესტუმრება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შეტევაში ფაქტობრივად უფუნქციოდაა,არცერთი კომბინაცია მასზე არ ეწყობა,ჯეიმსზეა დამოკიდებული გუნდის შეტევა ძირითადად.დაცვაში მილუტინოვის არყოფნაში შეუცვლელი ფიგურაა,კაია ჰაინსის წასვლას დიდი დათო დააასვა ცსკას.საერთო ჯამში ნორმალურია,მაგრამ თავისი შესაძლებლობების დიდ ნაწილს არ(ვერ) იყენებს.სავარაუდოდ სეზონის დასკვნით ნაწილში დიდად მოიმატებს მისი როლი.ვთბ ის მოიგებენ წესით უპრობლემოდ(ხიმკის მაგარი როსტერის მიუხედავად)ევროლიგაზე წინასწარ ვერაფერს იტყვი ფინალურ 4ში წესით გავლენ,იქ უკვე ერთთამაშიანებია და ფავორიტის დასახელება უაზრობაც კია.
მეგრელებზეა ეგ დამოკიდებული. ადრე მოსკოვმა დაამარცხა ბერლინი და იქ ქანთარიამ იყოჩაღა.
ამჯერად კი შენგელია ვერ იყო იშტაზე და პირიქით მოხდა )))
რას ქვია ეფექტური არაა ? ცსკა ბასკონიაზე ძლიერი გუნდია და ძლიერი კალათბურთელებიც თამაშობენ და იმ ძლიერებსიც გამორჩეულია თოკო ! და ეხლაც ძალიან კარგად ითამაშა დაცვაშიც და შეტევაშიც !
ცეესკას დედაც.....
მთავარია თოკო იყოს კარგად!!!!
შესანიშნავია ცსკას წაგება.ვუსურვებ საპლეიოფო ადგილიც კი ვერ დაიკავონ,ვერც ცსკა,ვერც ზენიტმა და ვერც ხიმკიმ