ფეხბურთი

2:18 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჭკვიანები მოედნის მიღმაც: "ბაიერნის" ფეხბურთელებმა 64 ათასი ევრო მოიგეს

მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები იოზუა კიმიხი და ლეონ გორეცკა, როგორც ჩანს, მხოლოდ მწვანე მინდორზე არ თამაშობენ დიდებულად. არამედ, ინტელექტუალურ გადაცემაშიც ბრწყინვალედ გამოვიდნენ.

კიმიხმა და გორეცკამ ტელეკომპანია RTL-ის გადაცემაში, „ვის უნდა იყოს მილიონი“, მიიღეს მონაწილეობა და წარმატებასაც მიაღწიეს.

გერმანელმა ფეხბურთელებმა 15-დან 12 კითხვას უპასუხეს და შედეგად 64 ათასი ევრო მოიგეს. მოგებული თანხა მათ საქველმოქმედო ორგანიზაციას შესწირეს.

გორეცკას და კიმიხს გერმანიის ნაკრების ორი ფეხბურთელი, ნიკლას ზულე და ლუკას კლოსტერმანიც ეხმარებოდნენ. აქვე გეტყვით, რომ მარტში გორეცკამ და კიმიხმა 5 მილიონი ევრო შეაგროვეს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხეს.

0.115143