ბრაზილიელი მოდელის ადრიანა ლიმას ფეხბურთის სიყვარული და ცნობილ ფეხბურთელებთან მეგობრობა ხშირად გამხდარა ათასი მითქმა-მოთქმის საგანი და ისიც ცნობილია, რომ ადრიანო ლიმა მისი მრავალი კოლეგისგან განსხვავებით ამგვარ ჭორებს სერიოზულად არასოდეს ეკიდება.
რამდენიმე დღის წინ, ლიმა ერთ-ერთ ამერიკულ იუმორისტულ ტელე-შოუში იყო მიწვეული და იქ სხვა სახითხითო ამბებთან ერთად ის დროს გაიხსენა, როდესაც ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა უცნაური ჭორი აუგორეს და მისი ბედი არც მეტი, არც ნაკლები, ლეგენდარულ პელეს დაუკავშირეს.
მართალია დიდი ბრაზილიელი მობურთალი ახლაგაზრდობაში ნამეტანავად მექალთანე იყო, მაგრამ მობერებულ პელეს ცნობილ მოდელთან კურკური ჭორთმოყვარეების ფანტაზიის ახალი სიმაღლე აღმოჩნდა და ამაზე არამხოლოდ ადრიანა ლიმამ, თურმე პელემაც კარგად იხალისა. არადა ეს ჭორი 40 წლის წინ რომ გავრცელებულიყო - დაუჯერებელი მართლაც არაფერი იქნებოდა...