ჩოგბურთი

20:40 | 11.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული და უბერებელი რაფა ნადალი

რაფაელ ნადალის მორიგი ტრიუმგი როლან გაროსზე. 34 წლის ლეგენდარულმა ესპანელმა საფრანგეთის ღია პირველობა კარიერაში მე-13-ედ მოიგო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისევ ფანტასტიკურ ფორმაშია და თიხაზე საერთოდაც უბადლოა.

ნადალმა როლან გაროსი სეტის წაუგებლად მოიგო და ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩისთვისაც იოტისოდენა შანსი არ მიუცია. პირველი-ორი სეტი რაფამ მეტისმეტად და ფინალისთვის შეუფერებლად ადვილად მოიგო - 6:0, 6:2.

მესამე სეტში ჯოკოვიჩი ოდნავ გამოფხიზლდა და სცადა თამაშში დაბრუნება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, იმის გარდა, რომ სეტში იბრძოლა. საბოლოოდ, ნადალმა 6:0, 6:2 და 7:5 მოიგო.

რაფაელ ნადალმა როლან გაროსი პირველად 2005 წელს მოიგო და ახლა უკვე 13 ტიტული აქვს. რაც მთავარია დიდი სლემის ჩემპიონის ტიტულებით ნადალი როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა და ორივეს 20-20 ჩემპიონა აქვთ მოპოვებული.

ნოვაკ ჯოკოვიჩი - რაფაელ ნადალი 0:3 (0:6, 2:6, 5:7)

0.186422