თამაშგარე

13:06 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მია ხალიფას “ლამაზმანთა კლუბი“

არაბული წარმოშობის ბრიტანელი პორნო-ვარსკვლავი მია ხალიფა ბოლო ერთი წელია ფეხბურთის და განსაკუთრებით კი ინგლისური ფეხბურთის მოყვარულებმა ძალიან კარგად გაიცნეს. მია ინგლისური საფეხბურთო კლუბის, “ვესტ ჰემ იუნაიტედის“ გულდამწვარი ქომაგია და ერთი პერიოდი ამ გუნდის აქციების შეძენასაც კი ესწრაფვოდა.

ახლა მია ხალიფა ინიციატივით გამოდის, რომ შეიქმნას პრემიერლიგის კლუბების ქალი ქომაგების და თილისმების კლუბი, სადაც ყველა ის ლამაზმანი გაეწვრიანდება, რომლებიც გუნდების თილისმებად ითვლებიან და მათი ბელადი და წინამძღოლი რა გასაკვირია, რომ სწორედ მრავლისმნახველი პორნო-ვარსკვლავი იქნება.

რა მოხდება ხვალ არავინ იცის და ჩვენს პლანეტაზე არსებული კორონა-პანდემიის გამო ბევრი ლამაზმანი იკავებს თავს ხალხმრავალ შეკრებებში მონაწილეობისგან. მია ხალიფას ეს დიდად არ ანაღვლებს და ჟურნალისტებს არწმუნებს, რომ მის მიერ დაარსებული “ლამაზმანთა კლუბი“ სულ მალე “ამოიქოქება“.

0.114754