ფეხბურთი

23:18 | 2.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელია: "მჯერა, ეროვნულ ნაკრებს კარგ განწყობაზე შევუერთდები"

თურქული „ქონიასფორის“ ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ კლუბის ვებგვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სანაკრებო პაუზაზე კარგი განწყობით გასვლა სურს.

„ბეშიქთაში“ დავამარცხეთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს საკმარისი არაა. „ქონიასფორი“ წარმატებას იმსახურებს, მგონია, რომ შემდეგ მატჩებს უკეთესად ჩავატარებთ.

„დენიზლისფორთან“ თამაშს რაც შეეხება, დენიზლში ორი დღით ადრე მივდივართ, ერთი დღე იქ დავისვენებთ. კვირის განმავლობაში ძალიან კარგად ვიმუშავეთ და მჯერა, რომ ეროვნულ ნაკრებს კარგი შედეგით და განწყობით შევუერთდები“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, ლევან შენგელიამ გასულ ტურში სტამბოლის „ბეშიქთაშთან“ დუბლი შეასრულა და თურქულ კარიერაში დუბლი პირველად შეასრულა.

0.126901