ვეტერანი არგენტინელი ნახევარმცველი ლუკას ბილია კარიერას „კარაგუმრუკში“ გააგრძელებს. 34 წლის ფეხბურთელი თურქულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ბილია ბოლო სამი სეზონი „მილანში“ თამაშობდა და 70 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე რომის „ლაციოში“, ბრუსელის „ანდერლეხტსა“ და „ინდეპენდიენტეში“ ითამაშა.
აქვე გეტყვით, რომ „კარაგუმრუკში“ ქართველი ფეხბურთელი ვატო არველაძე თამაშობს, რომელმაც თურქეთის სუპერლიგის პირველ ტურში „მალათიასფორთან“ (3:0) 87 წუთი ითამაშა.