ავსტრიის ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა, თანაც მოქმედ ჩემპიონ „ზალცბურგთან“. „ვოლფსბერგერის“ ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მხოლოდ 16 წუთი ითამაშა.
საქმე ისაა, რომ ლოჩოშვილმა პატსონ დაკას წინააღმდეგ იუხეშა, მსაჯმა სიტუაცია ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და წითელი ბარათი უჩვენა. „ვოლფსბერგერის“ რიგებში განაცხადში არ ყოფილა გურამ გიორბელიძე, რომელიც ტრავმირებულია. მატჩს რაც შეეხება, "ზალცბურგმა" ადვილად, 3:1 მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ გრაცის „შტურმის“ რიგებში ოთარ კიტეიშვილმა 65 წუთი ითამაშა, მისმა გუნდმა კი სეზონი „პიოლტენთან“ სტუმრად ერთი ქულით დაიწყო (0:0).