ფეხბურთი

17:11 | 9.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი, დე ბრუინი, კანკავა: ჯაბა ერთა ლიგის მეორე ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩვენებურის თაამში ვებგვერდმა Sofascore-მ 7.9 ქულით შეაფასა.

სიმბოლურში კანკავასთან ერთად ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც სერხიო რამოსი, კევინ დე ბრუინი, ანტუან გრიზმანი და ერლინგ ჰოლანდი არიან.

ერთა ლიგის მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები:

მეკარები: მილან მიატოვიჩი (მონტენეგრო)

მცველები: სილვან ვიდმერი (შვეიცარია), სერხიო რამოსი (ესპანეთი), იგორ ვუიაჩიჩი (მონტენეგრო), სერხიო რეგილონი (ესპანეთი)

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუნი (ბელგია), ჯაბა კანკავა (საქართველო)

თავდამსხმელები: ალექსანდერ სორლოთი (ნორვეგია), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი), კრისტოფ ბაუმგარტნერი (ავსტრია), ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია)

0.123185