უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ანატოლი კონკოვი მიუხედავად იმისა, რომ ასაკშია და სულ რამდენიმე დღეში 71 წლისა მოიყრება, წლების მატებს ამ კაცისთვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ცოლად 34 წლის მარია მოეყვანა და მისგან შვილიც შესძენოდა.
ჩვენ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში გამცნობდით, რომ ანატოლი კონკოვსა და მის მეუღლე მარიას შემოდგომაზე ბავშვი უნდა შესძენოდათ და ყველაფერი ისე კარგად დაგვირგვინდა - თქვენი მოწონებული. ახლადშეძენილ გოგონას სახელად საშა (ალექსანდრა) დაარქვეს და დედაც და შვილიიც თავს კარგად გრძნობენ.
ანატოლიი კონკოვს ამ ღირსსახსოვარ ამბავთან დაკავშირებით ჯერ რაიმე განცხადება არ გაუკეთებია და პრინციპში ალბათ არც ექნებოდა ამის დრო. 71 წლის ასაკში მამადქმნილი უკრაინელი კაცი ქალიშვილის შეძენას გვარიანი პურიჭამით რომ აღნიშნავდა - ამას თქმაც არ უნდა...