ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიულ გუნდში დააფასეს. საქმე ის გახლავთ, რომ 24 წლის შემტევი ნახევარმცველი „შტურმის“ ვიცე-კაპიტნად აირჩიეს.
გრაცელთა სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა განაცხადა, რომ ჩვენებურს ძალიან აფასებენ და მან ეს დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და სწორედ ამიტომ ის 5 და 8 სექტემბერში გასამართ სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს. რაც შეეხება „შტურმს“, ქართველმა ავსტრიული გუნდის შემადგენლობაში გასულ სეზონში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით 37 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლის გატანა ოახერხა.