ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ „მეხელენთან“ მატჩის გაფართოებულ განაცხადში 22 ფეხბურთელი შეიყვანა, მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძეც.
თუმცა, რუმინელმა სპეციალისტმა სიის მიღმა ზედიზედ მეორედ დატოვა გიორგი ქვილითაია, რომელიც შუა კვირაში „ვილემ II“-თან სპარინგში ათამაშა, თუმცა, როგორც ჩანს, ქართველით კმაყოფილი არ დარჩა.
ხსენებული ამხანაგური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და „გენტის“ რიგებში ეს ერთადერთი გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. ქართველი შემტევი გაფართოებულ განაცხადში ბოლონიმ წინა ტურშიც („ანტვერპენთან“) დაასახელა, მაგრამ სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა და ვნახოთ, ახლა რაგადაწყვეტილებას მიიღებს.
„გენტმა“ იუპილერ ლიგაში საწყისი სამივე თამაში წააგო და 0 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა, 30 აგვისტოს კი, საკუთარ მოედანზე „მეხელენს“ დაუხვდება.