ფეხბურთი

13:49 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბლინდი გულის ტკივილის გამო მოედანზე თამაშის დროს დაეცა (+VIDEO)

ამსტერდამის „აიაქსის“ მცველი დელეი ბლინდი თამაშის დროს ცუდად გახდა. „აიაქსი“ – „ჰერაკლესის“ ამხანაგური შეხვედრის 79-ე წუთზე ბლინდი საჯარიმოში იმყოფებოდა მოულოდნელად მინდორზე დაეცა.

მან ხელი გულზე მიიდო და ნათელია, რომ სწორედ გულის ტკივილმა შეაწუხა. ნიდერლანდელმა მცველმა საბოლოოდ წამოდგომა მოახერხა და მოედანი თავისი ფეხით დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ბლინდს გულზე პრობლემა გასული წლის მიწურულს „ვალენსიასთან“ მატჩში შეექმნა და შემდეგ ოპერაციაც გაიკეთა.

0.115582