ყაზახური „კაისარის“ ქართველმა ფეხბურთელმა ელგუჯა ლობჯანიძემ სეზონი საოცარი გოლით განაახლა. ყაზახეთში ჩემპიონატი მარტის შემდეგ განახლდა და ჩვენებურის გუნდმა შინ „ჟეტისუ“ 1:0 დაამარცხა.
ლობჯანიძემ შეუცვლელად ითამაშა და მატჩის გმირი გახდა. გოლიცაა და გოლიც - ელგუჯამ 75-ე წუთზე „მაკრატელა“ გაიტანა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა.
მიმდინარე სეზონში ლობჯანიძემ მეოთხე მატჩში მესამე გოლი გაიტანა, „კაისარი“ კი 10 ქულით მესამე საფეხურზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ყაზახურ გუნდს ოთხი თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც სამი მოიგო და ყველა 1:0 - სამივე შემთხვევაში გამარჯვების გოლი ლობჯანიძის ანგარიშზეა.