თამაშგარე

13:24 | 17.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოლ გასკოინზე მხატვრულ ფილმს გადაღებენ

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი პოლ გასკოინი მიუხედავად მისი საშინელი ხასიათისა, კონფლიქტურობისა და აგრესიულობისა, ქომაგებს მაინც დადებითაც ახსენდებათ და ალბათ სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ერთ-ერთმა ბრიტანულმა კონოსტუდიამ პოლის ცხოვრებასა და სპორტულ კარიერაზე მხატვრული ფილმის გადაღება გადაწყვიტა.

ამჟამად მიმდინარეობს ქასთინგი და ჯერ გასკოინის როლის შემსრულებელიც კი არაა მოძებნილი. ვეტერანი მობურთალი ამ ამბავს სიხარულით შეხვდა და განაცხადა, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა მსგავსი პატივი თუ ხვდებოდა წილად. მით უმეტეს, რომ კარგად მოეხსენება საკუთარი ცხოვრების არცთუ საამაყოდ გასახსენებელი დეტალები.

ქართველ ქომაგებს ალბათ ახსოვთ 1997 წელს თბილისში ინგლისის ნაკრებთან ერთად ჩამოსული პოლ გასკოინი, რომელიც მაშინდელმა მწვრთნელმა გლენ ჰოდლიმ შეიწყალა და უხიაგი ქცევის მუხედავად მაინც წამოიყვანა სანაკრებო შეკრებაზე. იმჟამად პოლი უკვე საკუთარი თავის აჩრდილიღა იყო, თუმცა ინგლისის ნაკრებმა ჩვენებს 2:0 მაინც უპრობლემოდ მოუგო.

0.114391