„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ტაჰიტ ჩონგი კარიერას ბრემენის „ვერდერში“ გააგრძელებს. გერმანული კლუბის ცნობით, მხარეებს შორის საიჯარო ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაფორმდა.
ფეხბურთელმა „ვერდერში“ 22-ნომრიანი მაისური მოირგო.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელმა გასულ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსება 12-ჯერ დაიცვა და 2 საგოლე პასი გააკეთა.