ნიკა ნინუას პაოკ-ში ტრანსფერი კლუბის ოფიციალური დადასტურება აკლია, დანარჩენი ყველაფერი მოგვარებულია. ბერძნული მედიის ცნობით, 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება უპრობლემოდ გაიარა.
შედეგად, მან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სალონიკელებმა ეს ცნობა უახლოეს საათებში საკუთარ ვებგვერდზეც უნდა დაადასტურონ.
ნიკა სალონიკში გუშინ ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ის ბერძნული გუნდის ფეხბურთელია. პაოკ-ი საბერძნეთის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, მისი მეტოქე „ბეშიქთაში“ იქნება, რომელსაც ნინუას დიდხანს უკავშირებდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში თურქებმა უარი თქვეს.
ნიკა ნინუამ „დინამო თბილისში“ ჩატარებულ 95 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა.