გრაცის „შტურმი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი სლოვენიური „ბრავოს“ წინააღმდეგ გამართა, რომელიც 2:1 დაამარცხა.
ანგარიში ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. ქართველმა ნახევარმცველმა მე-6 წუთზე მარცხენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ თავით აიღო მეტოქის კარი.
"შტურმი" პრესეზონის ფარგლებში ამხანაგურ მატჩებს კიდევ ჩაატარებს, სეზონს კი 28 აგვისტოს ავსტრიის თასზე „ინსბრუკთან“ დაპირისპირებით გახსნის.