კალათბურთი

0:19 | 12.08.2020 | ნანახია 875 - ჯერ

ილიას ზუროსი: "შენგელია თავისი ქვეყნის პატრიოტია, სპორტი პოლიტიკაში არ უნდა გავურიოთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა თორნიკე შენგელიას შესახებ ისაუბრა. ბერძენმა სპეციალისტმა Eurohoops-ს განუცხადა, რომ შენგელია თავისი ქვეყნის პატრიოტია და მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა არაფერს ცვლის.

ზუროსმა გაიხსენა, რომ ესპანეთის ჩემპიონობიდან ერთ საათში თორნიკემ წერილი გაუგზავნა და უთხრა, რომ იგივე სიხარულის განცდა საქართველოს ნაკრებშიც უნდა.

„სპორტი ხალხს აერთიანებს, ის პოლიტიკისგან ძალიან შორსაა და საერთო არაფერი აქვს. შენგელია ერთ-ერთი ის სპორტსმენია, რომელიც თავისი სამშობლოსთვის სულს აძლევს. „ბასკონიასთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა და თავისი ქვეყნის დროშას ამაყად ატარებდა. ამ ტრიუმფიდან ერთ საათში მომწერა, რომ მოუთმენლად ელოდება ასეთი მომენტების განცდას ეროვნულ გუნდში. თორნიკე პატრიოტია და ეს არც განიხილება.

უფრო მეტია, ვიდრე პატრიოტი. საქართველოსთვის უმაღლეს დონეზე იბრძვის, ასე რომ, არ მაქვს უარყოფითი კომენტარი ისეთი ერთგული ადამიანის მიმართ, რომელიც თავის ქვეყანას საუკეთესოდ წარმოადგენს. სპორტი პოლიტიკასთან ჩართული არ უნდა იყოს“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი ივლისში გააფორმა.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:56 | 12.08.2020
dinamo222 (8587)

ვინც ამის გამო თოკოს მოღალატეს ეძახის იმის გამზრდელს თხარა თოკომ და მთელმა ნაკრებმაც ხახაში !@@

15:45 | 12.08.2020
Ginóbili20 (2332)

ზოგადად არავის საქმე არაა ვინ სად გადავა და ითამაშებს ეს მარტო იმ ინდივიდის პირადი გადაწყვეტილებაა და მისი არჩევანია. შენგელიას და ზოგადად სპორტსმენებს და ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანებს ქართული სახელის გაჟღერებისთვის ყოველთვის მადლობა ეკუთვნით.

მაგალითად მე თოკო კაპიტანი რო არ იყოს და ისე გადასულიყო მაგ გუნდში, უბრალოდ არ მომეწონებოდა, მაგრამ ბუნებრივია ჩემი საქმე არაა სად გადავა და ზოგადად არც არავისი , უბრალოდ ის რო კაპიტნის სამკლაური უკეთია სულ სხვა ლეველია და ძაან ცუდად ჩანს, არსებობს სიმბოლოები და ის უფრო მაღლა დგება, ხოლმე ვიდრე პირადი გადაწყვეტილებები.

როცა კაპიტნის სამკლაურს ატარებ თოკო გერქმევა, ჯინობილი, ლებრონი თუ ნებისმიერი შენ იმ სიმბოლიკით ხარ "აღჭურვილი" და ამიტო ჩანს არაესთეტიკურად და უშნოდ მომენტი.

14:54 | 12.08.2020
moshe (85)

მთავარია აქ შენგელიას შეეძლო უარი ეთქვა არმიაში სამსახურზე ზღაპარია ევროლიგის მოგება უნდა ევროლიგა კი არა ნბა-ში თამაშზე ოცნებობს იმედია აუსრულდება პირად შეურაწყოფას არცერთ ქართველს არ მივაყენებენ ოღონდ ვისაც გაგიმართლათ და ღირსი გახდით ეროვნული დროშის ქვეშ გამოდიხართ აბჯარი გაცვიათ პასუხისმგებლობა გაიაზრეთ უკვე მარტო საკუთარ თავს არ ეკუთვნით

17:21 | 16.08.2020
temo11 (1791)

არ შეეძლო უარი და მოდი ცოტა ჩაიხედე რა მოხდა და როგორ გადავიდა,ისე ემაინც რჩევაა

12:45 | 12.08.2020
Ginóbili20 (2332)

კაი ჩემო ძმაო.

სპორტი პოლიტიკაში არ უნდა გავურიოთ, ფრთოსან ფრაზებში გვეჩითება ნელ-ნელა, დაუმუღამა სასტვმა და ჩვეულებრივი ყოველდღიურ ფრაზეოლოგიაში შეგვხვდება მალე .

ისეკი ზუროსს საერთდ არ აინტერესებს ეხა შენგელია ცესკაში გადავიდოდა თუ რეალში, მთავარი ხოდზე ყავდეს ნაკრების წამყვანი მოთამაშე(ები). : )

12:42 | 12.08.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

სიმბოლოებს მივაქციეთ განსაკუთრებული მნიშვნელობა. იქით ცსკა - რუსული არმიის სიმბოლო, აქეთ შენგელია - ნაკრების კაპიტანი და ქართული სპორტის ერთერთი გამორჩეული სახე.
სიმბოლოებს მიღმა რომ გავიხედოთ, მოხდა ბანალური რამ, აქამდეც რომ ხშირად გვინახავს - ქართველი სპორტსმენი წავიდა რუსეთში სათამაშოდ. ადრე რეაქციები მძაფრი არ გვქონია, სხვებს წარმატებებსაც ვუსურვებდით ხოლმე პირზე კოცნით, მაგრამ ახლა სიმბოლოებმა "აგვაგდო".
და იქნებ სულაც არაა თოკო ეგეთი "იდეინნი" და არც განყენებულ მორალურ გმირად ყოფნა სურს ? იქნებ პირველ პლანზე სწორედ რომ სპორტული მხარე დააყენა და პოლიტიკაზე ბევრი არ იფიქრა ? ჯინაზე კი არა, უბრალოდ როგორც სპორტსმენმა მიიღო სპორტსმენისთვის მართლაც კარგი და მისაღები გადაწყვეტილება...

12:46 | 12.08.2020
Ginóbili20 (2332)

შენთვის რამეს ნიშნავს სიმბოლოები ?

13:03 | 12.08.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

კი, აქვს. ჩემთვის რუსული რკინიგზაც უარყოფითი სიმბოლოა, იმიტომ რომ მათი ეკონომიკის ერთერთი ღერძია და რუსული ეკონომიკა კვებავს სწორედ მათ არმიას.
თუმცა რუსული რკინიგზის გუნდში მოთამაშე ქართველებზე გართულება არ გვქონია.
ჩემთვის "ვი თი ბი"-ც რუსული სიმბოლოა, რომელიც ჩვენი ნაკრების მაისურზეა გამოსახული და რაც მახსოვს თითო-ოროლას თუ გაუპროტესტებია ეს.
კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია.
მე იმას კი არ ვაპროტესტებ, თორნიკეს ცსკა-ში მისვლა რატომ გვიტყდება მეთქი ? მარტო ამაზე რომ "ავიშალეთ კუჭი" და დანარჩენებს ვალაითებთ, ეგ მიკვირს.

15:36 | 12.08.2020
Ginóbili20 (2332)

რუსული რკინიგზა, კვება ტურიზმი, გაზი ეს ამბები ეკონომიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და ორივე მხარეს აძლევს ხელს. ვაჭრობა ზოგადად ორივე მხარეს აძლევს ხელს. ამაში სიმბოლიკები არაფერ შუაშია, მაგრამ აი ეროვნული ნაკრების " კაპიტანი" სულ სხვა დატვირთვაა, რიგითი მოთამაშე რო იყოს არ მაქვს პრეტენზია სადაც უნდა იქ ითამაშოს საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ არცერთ პიროვნებასთან ვისაც სადაც უნდა როცა უნდა იქ გადავა და ჩემი საქმე ეგ არაა და ზოგადად არავისი, მარა კაპიტანი არ უნდა თამაშობდეს ძმაო მანდ , ეგ უკვე სიმბოლიკაა იმისგან განსხვავებით რაც შენ ჩამოთვალე და შენ მაინც რო ვერ იგებ ამ ამბავს მიკვირს ცვეტში : ))

17:27 | 16.08.2020
temo11 (1791)

რაც გაწყობს ცხოვრების ნაწილია და რაც არა სიმბოლიკები და რუსეთი ოკუპანტია? ის თუ გააპროტესტე 2008 წელს ენგურჰესის რუსეთზე გადაცემა? კაპიტანი თუ მოთამაშე ყველა ერთია ჩემთვის, მაგრამ ეს ვიღაც რუსის შნირებისგან გაპოლიტიზირებული საქმეზე აყოლა მაგრად მემარაზმება მე ლიჩლად, როცა უარესი რამ ხდება და ხმას არ იღებს არავინ

16:37 | 12.08.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

თუ ყველაფერი ორივე მხარეს გვაძლევს ხელს, მაშინ სპორტმა რა დააშავა ? თუ ყველაფერში აღებ-მიცემობა გვაქვს გაჩაღებული, რაღა მტრობაზე ვლაპარაკობთ მაშინ ? )))
რაც შეეხება კაპიტნობას. ვინ ირჩევს კაპიტანს, გუნდი თუ გულშემატკივარი ? ირჩევს გუნდი, ირჩევს მწვრთნელი იმიტომ რომ ეს მათი შიდა საკითხია.
გუნდმა დაუჭირა მხარი თოკოს, აგერ მწვრთნელმაც დაუჭირა მხარი და რაღაზე ვიდაოთ ?

17:14 | 12.08.2020
Ginóbili20 (2332)

ყველაფერი რაც ორივე მხარეს გვაძლევს ხელს ნებისმიერ სფერო მოსულა. მარა შენ თუ მეტყვი "კაპიტნის" ცენტრალური არმიის კლუბში თამაში ჩვენ რამეს გვაძლევდეს გარდა არაეთიკური და არაესთეტიკური მხარისა რაც დამკვირვებლის თვალითაც რო შეხედო მარტივად ჩანს, ბაზარი არაა. რუსებს რასაც აძლევს ძაან მარტივია ევროპის დონეზე დიდ მოთამაშეს და რაც მთავარია რა კარგად ჟღერს მათთვის რო მათი არმიის კლუბში მშვენივრად ტკბილად ითამაშებს იმ ქვეყნის ნაკრების კაპიტანი, რომლის ნაწილიც ოკუპირებული აქვთ.

გუნდმა დაუჭირა მხარი თოკოს იმიტო რო ვიღაცები პიროვნულ შეუარცხყოფებზე გადადიოდნენ და მაგ მხარდაჭერის დროსაც არავის არ გაუმახვილებია ყურადღება, არცერთ მოთამაშეს რო თოკო კაპიტანია და არა რიგითი მოთამაშე. ყველა ამბობდა რო ეგრე ჰო ბევრს უთამაშია რუსულ კლუბში, ან მომღერლები წასულან , მსახიობები და ასე შემდეგ ( რაც აბსოლუტურად განსხვავებული რამეა. მე საერთოდ არ მაინტერესებს ვინ სად წავა, არც არასდროს არ დამიწერია ვინმეს გადასვლაზე რამე) , ძაან სწორხაზოვნად და ზედაპირულად აფასებდნენ შეგნებულად თუ შეუგნებლად. თოკოს პიროვნულად ვინც შეეხება და მოღალატეს დაუძახებს ამ ნაბიჯის გამო , მეც შევუერთდებოდი მხარდაჭერაში გუნდსაც და მწვრთნელსაც, მარა კაპიტნის სამკლაური უნდა დადოს, ტეხავს, არ შეიძლება, არ მოსულად, ყველაფერი არ მოსულა.

ვერ მიგებ ალბათ რასაც ვამბობ, მარა იმედია გაიგებ მერე.

12:23 | 12.08.2020
hermano72 (136)

უაზრო აჟიოტაჟია ატეხილი ამ შენგელიას გამო.
ორიოდე სიტყვით დავწერ: 1. სულ არ მაინტერესებს რომელ საკლუბო გუნდში გადავა ნებისმიერი ქართველი მოთამაშე. 2. მთავარია საქართველოს ნაკრებში ისევე ჯიგრით ითამაშოს როგორც საკლუბო გუნდში ითამაშებს. 3. რომელი ჯობია: მადრიდის რეალში თუ ბასკონიაში მოიგოს ტიტულები, თავი მოიკლას თამაშით, მრავალჯერ გახდეს MVP და ა.შ. ხოლო ეროვნულ ნაკრებში სირბილი დაეზაროს, ამერიკული შოუებით გაერთოს, ესპანური თასები ჩამოიტანოს… თუ მოსკოვის ცსკა-სთან ერთად გახდეს ევროლიგის გამარჯვებული, მრავალი პირადი პრიზი მიიღოს და ამავე დროს ნაკრებში კიდევ უკეთესად წარმოაჩინოს თავისი კლასი, ხალხის მრავალი ტაში დაიმსახუროს, ასევე სიყვარული, პატივისცემა… ეს ყველაფერი ნაკრებში ჯიგრიანი თამაშით მოდის და არა არარუსულ გუნდში თამაშით და პრიზებით…
მე მეორე ვარიანტი მირჩევნია – ნებისმიერ საკლუბო გუნდში და საქართველოს ნაკრებში კიდევ უკეთესად ვიდრე კლუბში.

სავსებით გასაგებია აჟიოტაჟი რუსეთის გუნდთან დაკავშირებით. მეც არ მესიამოვნა, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს, და ჩვენც ჩვენ მხარეს ვუცქიროთ…

ზაზა ფაჩულია კიგახდა ორგზის ნბა-ს ჩემპიონი, მაგრამ ამით რა?.. საქართველოს ნბაკრებს წარმატება მოუტანა?!. ევროპაზე 2017-ში თავზე გადაახიეს ბურთები… ნბა-ს ჩემპიონს!!!

02:29 | 12.08.2020
davidinho (1027)

იასნა

01:29 | 12.08.2020
moshe (85)

როგორ ეტყობა რომ აქტიურად ადევნებს თვალყურს ქართულ კალათბურთს

0.089681