საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე გორის „დილამ“ დაუმარცხებელად ვერ დაასრულა, რადგან თბილისის „ლოკომოტივთან“ საკუთარ მოედანზე წააგო.
გიორგი ნემსაძის გუნდი აქამდე წაგების გარეშე მოვიდა, ხოლო „ლოკომოტივი“ საწყისი ორი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ფრით და ამდენივე წაგებით დაიკვეხნიდა. უგოლო პირველი ტაიმის მერე, თეიმურაზ შონიამ გაიტანა და თბილისელებმა ამ გოლით იმარჯვეს.
სხვათა შორის, „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ჭიაბრიშვილმა სადებიუტი გამარჯვება იზეიმა, მისმა გუნდმა კი 9 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა. გორის „დილამ“ ლიდერობა დაკარგა, 16 ქულა აქვს, მესამეა და ლიდერ „დინამო თბილისს“ ორი ქულით ჩამორჩა.
„დილა“ – „ლოკომოტივი“ 0:1 (0:0
გოლი: 0:1 შონია (58)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მხოლოდ დინამო ბათუმია წაუგებელი! ეგრე იქნებ სეზონის ბოლომდე!!!
ძალიან ჩვეულებრივად მოიგებდა, ან მინიმუმ არ წააგებდა დილა, მსაჯს ობიექტური გადაწყვეტილება რომ მიეღო მამარდაშვილის ეპიზოდში…